თავი 3

144 20 21
                                    



გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.


ადამიანების თქმით, სკოლის და ახალგაზრდობის პერიოდი საუკეთესოა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, როგორც ყოველთვის სათქმელად ყველაფერი მარტივი და ცხადია.

ჩემს შემთხვევაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი 3 დღეში დადგება, როდესაც სამუდამოდ დავემშვიდობები ამ ნესტიანი, ძველი და გაღრწნილი ადამიანებით მოცულ სკოლის კედლებს, რომლებმაც ბოლო წლები მომიშხამეს და ადამიანებში იმედი და მათ მიმართ სიყვარული და თანაგრძნობა დამაკარგვინეს.

პრინციპში სიყვარულის გრძნობა არასდროს მქონდა, არავის მიმართ. მშობლები ყოველთვის მიმეორებდნენ, რომ ერთ-ერთი დიდი ცოდვა და განსაცდელი რაც კი ღმერთს მოუვლენია ადამიანებისთვის ეს გრძნობებია, რომლებსაც ისინი არასსწორი მიმართულებით იყენებენ.

- ერთადერთი ვინც უნდა გიყვარდეს და ვის გამოც მზად უნდა იყო საკუთარი სიცოცხლეც კი შესწირო- ეს ღმერთია. ნუ დახარჯავ იმ დროს, რომელიც შეგიძლია ლოცვაში გაატარო, უსუსურ გრძნობებეზე ადამიანების მიმართ. მათ შორის ჩვენს მიმართართაც- ამბობდა ყოველთვის მამა.

ყველას მიმართ ცივი ვიყავი. არასდროს არ ვიღიმოდი და ბევრს არ ვლაპარაკობდი, მითუმეტეს სკოლაში, თუმცა უზრდელი და გაუნათლებელი არასდროს ვიყავი. უბრალოდ ყოველთვის თავს ვარიდებდი ადამიანებთან კონტაქტს.

თუმცა ისინი ჩემს მიმართებაში არასდროს.

- ჰეი მონაზონო, რას შვები? ბოლოს და ბოლოს გაგჟიმა შენმა ძმამ თუ ჯერ ისევ ანძრევს შენი ყურებით?- საზიზღარი სიცილით ამოიხარხარა ბიჭმა, რასაც დანარჩენი თანაკლასელების ხარხარიც მოჰყვა.

როგორც ყოველთვი უკიდურეს კუთხეში, ბოლო მერხზე ვიჯექი და ვკითხულობდი, როცა ჩვეულ რეჟიმში კლასის „ელიტა" შემოეხვია ჩემს მერხს.

ცოდვილი ანგელოზი 🔞Where stories live. Discover now