"უფრთხილდი საკუთარ მრისხანებას, რომლის დასაწყისიც სიგიჟეა, დასასრული კი სინანული.„
POV ჯონგუკი
ნესტის, ოფლის და სისხლის სუნით გაჟღენთილი უზარმაზარი სარდაფი, რომელშიც ჩამოსვლა ბავშვობიდან სისხლს მიშრობდა ვენებში და იმ დავიწყებულ შიშის და უსუსურობის გრძნობას მიჩენდა, რომელიც ჩემს გაციებულ გულს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მწარედ ჩხვლეტდა.
მახსოვს მამაჩემს მე და ჰოსოკი ხშირად ჩამოვყავდით აქ მისი მტრების, მოღალატე პარტნიორების, ან უბრალოდ იმ ადამიანების სასტიკი წამების საყურებლად, რომლებიც მას უბრალოდ დილიდან თვალში ცუდად მოხვდნენ. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მე სულ რაღაც 6 წლის ვიყავი ამ ყველაფრის შემყურე პირველად რომ გავხდი.
ყოველთვის, როდესაც რამეს ვაშავებდით მე და ჰოსოკი ან უბრალოდ ზედმეტად ბავშვურად წავიჩხუბებდით, ნებისმიერ მიზეზზე მამაჩემს ამ სარდაფში ჩამოვყავდით და დასჯის მიზნით კონცერტივით ვუყურებდით, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და საბოლოოდ კლავდნენ ჯონების კლანის „ძაღლები" ადამიანებს.
- უყურეთ და დაიმახსოვრეთ -გვიმეორებდა ხოლმე მამა მკაცრი და ცივი მზერით- ეს ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ჩემს სიტყვას არ ემორჩილებიან ან გზას მიღობავენ. თქვენ გაგიმართლათ, რადგან ჩემი შვილები ხართ...
ამას ისეთი გურგრილობით ამბობდა ყოველთვის უსიამოვნო გრძნობა მიჩნდებოდა. ასაკის მიუხედავად მაინც ვხვდებოდი, რასაც ნიშნავდა მისი ეს სიტყვები - „გიხაროდეთ, ამ ადამიანების მაგივრად, შეიძლება თქვენ ყოფილიყავით"
წლების მანილზე ერთგვარი იმუნიტეტი გამომიმუშავდა, სისხლზე, წამებაზე და მსგავს სისასტიკეებზე, რაც ამ სარდაფში არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ხდებოდა ხოლმე. მაგრამ არასასიამოვნო გრძნობები ყოველი ჩემი აქ შემოსვლისას მაინც არ გამქრალა, რამდენად ძლიერ არ მსურდა მათი უგულვებელყოფა და სამუდამოდ ამოშლა გონებიდან.
YOU ARE READING
ცოდვილი ანგელოზი 🔞
Fanfictionიქ სადაც ანგელოზია, აუცილებლად მოიძებნება ერთი ეშმაკი, რიმელიც მის ცხოვრებას წყვდიადს მოჰფენს. ან იქნებ ყველაფერი ასე არ არის?!.... [ მკაცრად 18+ ] 🛑 WARNING 🛑 ! ფიკში არ არის დაცული ლექსიკური ცენზურა ! ! ფიკში დეტალურად არის ასახული ძალადობის, აკ...