"ფრთხილად იყავით დღის შიშებისგან. მათ უყვართ ღამის სიზმრების მოპარვა.„
ფაბრიციო კარამაანია
სად გადის ზღვარი რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის? სად არის ის ოქროს შუალედი? რამდენად რეალურია ადამიანი ამ ორ სამყაროს განაყარზე დაიკარგოს და ვეღარ დაბრუნდეს ან რეალურში ან ირეალურში?
ეს კითხვები აქამდე არ გამჩენია მაგრამ, მგონი დროა რადგან გრძნობა მაქვს, რომ სწორედ ორ სამყაროს შორის საზღვარზე ვდგავარ და უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობ.
კვლავ იების მინდორი. კვლავინდებურად წითლად შეღებილი, თუმცა განსხვავება წინა სიზმრისგან იმაში მდგომარეობს, რომ "წვიმა" აღარ მოდის, მხოლოდ გაწითლებული ღრუბლები ეფინება მრისხანედ ცას და როგორც ჩანს, კვლავ სისხლიანი ცრემლებით ტირილს, ან უფრო ბღავილს ლამობს. მესმის მათი, მეც იგივე მსურს...
უცნაური გრძნობა მაწუხებს, თითქოს ეს სიზმარი ზედმეტად რეალურია. ვერ ვხვდები მართლა ვდგავარ სისხლით მორწყულ მინდორზე თუ საბლოო ჯამში, ეს მხოლოდ ჩემი ავადმყოფი ქვეცნობიერის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
უეცრად ჩემი მზერა მარცხნივ გაჩენილმა უზარმაზარმა მუხის ხემ მიიბყრო.
ის არც ისე შორს იყო ჩემგან, ამიტომ გადავწყვიტე, რომ "წვიმისგან" საუკეთესო თავშესაფარი იქნებოდა. ხისკენ დავიძარი როცა სხეულზე პირველი წვეთი ვიგრძენი. ზედ არც შემიხედია, რადგან მომენტალურად ჰაერში ძლიერი სისხლის სურნელი ვიგრძენი.
რამოდენიმე ნაბიჯი მაკლდა და ხის ქვეშ აღმოვჩდებოდი, რომელზეც რატომღაც წვიმის წვეთები არ ერჩოდნენ. კიდევ ერთი ნაბიჯი და მივხვდი, რომ სიარული სულ უფრო მიჭირს, მზერა ხიდან საკუთარ ფეხებზე გადავიტანე და შიშით გავაცნობიერე, რომ უეცრად აღმოცენებულ სისხლით სავსე ჭაობში ვეფლობი.
YOU ARE READING
ცოდვილი ანგელოზი 🔞
Fanfictionიქ სადაც ანგელოზია, აუცილებლად მოიძებნება ერთი ეშმაკი, რიმელიც მის ცხოვრებას წყვდიადს მოჰფენს. ან იქნებ ყველაფერი ასე არ არის?!.... [ მკაცრად 18+ ] 🛑 WARNING 🛑 ! ფიკში არ არის დაცული ლექსიკური ცენზურა ! ! ფიკში დეტალურად არის ასახული ძალადობის, აკ...