ღელვაში ყოველთვის არის ცოტაოდენი იმედი, რომ ყველაფერი გამოვა. უიმედობაში არაფერია გარდა თვით უიმედობისა.
ალექსანდრა მარინინა- დედამიწა იძახებს უცნობ გოგონას მამაკაცის მაისურში- სახის წინ გაქნეულმა ხელმა გონზე მომიყვანა და ახლაღა შევამჩნიე, რომ ქალი მომიახლოვდა და ახლა უკვე პირდაპირ თვალებში მაცქერდებოდა.
- მისმინე- დაიწყო მან და ბარის მაგიდას მიუახლოვდა, იქვე მდგომ პატარა მაცივრიდან, როგორც ჩანს რომელიღაც ალკოჰოლური სასმელი გამოიღო, ჭიქაში ჩაისხა და ისევ მე გამომხედა- არ ვიცი რატომ გამოიყურები ასე, არც ის ვიცი რატომ გარბიხარ- თქვა და ბარის სკამზე მოთავსდა და ლამაზი ფეხი ფეხზე გადაიდო- მაგრამ არ გირჩევ აი ასე გასვლას. თუ შეამჩნიე გარეთ ბიჭები უბრალოდ გასართობად არ დგანან.
ეს დიდი ხანია შევამჩნიე, ჩემს გარეგნულ მდგომარეობასაც მშვენივრად ვგრძნობდი იმის მიუხედავად, რომ სარკეში არ ჩამიხედია. აწეწილი, ოფლში და სისხლში გაჟღენთილი გრძელი თმა, რომელიც სახეზე და ყელზე უსიამოვნოდ მეკრობოდა. ჭუჭყიანი და ჭრილობებით სავსე ფეხები, რომლის ტკივილსაც აქტიურად ვაიგნორებდი. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთ მდგომარეობაში შორს მართლაც ვერ გავიქცეოდი თუმცა რა თქმა უნდა, ცდად ღირდა.
- დაჯექი- მიხმო მან და მის გვერძე მდგომ სკამზე მიმითითა.
მეც ამოვისუნთქე და ფრთხილად ჩამოვჯექი. ჩემი გაქცევის გეგმა კრახით დასრულდა ამიტომ, უბრალოდ დავნებდი და უბრალოდ საკუთარ ბედს მივენდე. რაც მოხდება- მოხდება!
- არ გინდა?- გამომიწოდა მან ჭიქა, რაზეც მე თავი გავუქნიე.
- ლაპარაკი არ გიყვარს, როგორც ჩანს-თქვა და სიცილით მოსვა წითელი ღვინო ჭიქიდან- მე ჰერა მქვია შენ?- მკითხა და ამჯერად გადავწყვიტე მეპასუხა.
YOU ARE READING
ცოდვილი ანგელოზი 🔞
Fanfictionიქ სადაც ანგელოზია, აუცილებლად მოიძებნება ერთი ეშმაკი, რიმელიც მის ცხოვრებას წყვდიადს მოჰფენს. ან იქნებ ყველაფერი ასე არ არის?!.... [ მკაცრად 18+ ] 🛑 WARNING 🛑 ! ფიკში არ არის დაცული ლექსიკური ცენზურა ! ! ფიკში დეტალურად არის ასახული ძალადობის, აკ...