4 თავი

85 1 0
                                    

შეგიძლია დააკაკუნო ხოლმე - გაიღიმა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა.
-შეგეძლო გეკითხა მინდოდა თუ არა.
-დირექტორის მოადგილე იყავი, არმეგონა თუ არ გენდომებოდა.
-შეგეცი - ამოვიგმინე და სავარძელში ჩავჯექი.
-ნუ ნერვიულობ პატარავ, ყველაფერი გამოგივა თან დაგეხმარები.
-ანუ ასისტენტიც მყავს ხო.
-რათქმაუნდა. და ხო არ გამაბრაზო რადგან სხვასთან ერთად ვერ შეგიწყალებ.
-და მარტო?
-შეიძლება რამე მოვიფიქრო.
-კარგი კარგი - ლოყაზე ვაკოცე და კარებისკენ წავედი.
-ეგ არ მიგულისხმია კოცნაში.
-არაუშავს - გავიცინე და ოთახი დავტოვე.
-ახალი უნდა იყო - სიმპატიური მამაკაცი მომიახლოვდა.
-ნახევარი საათი არცაა რაც გადმოვედი.
-გამიკვირდა ევამ რომ გადმოგიყვანა.
-დამიჯერე მეც - გავიცინე.
-შესვენების დრო მოდის. თუ გინდა ყავა დავლიოთ, უკეთ გაგიცნობ. - გაიღიმა.
-სიამოვნებით - გავუღიმე. ხელით კაფეტერიისკენ მანიშნა.
-ჯერკიდევ არვიცი აქ რა სად არის.
-შემიძლია შენი გიდი ვიყო - გაიცინა.
-აქეთ სათათბირო დარბაზია - ხელით დიდი ოთახისკენ მანიშნა. - აქ საპირფარეშო იქით კი კაფეტერია. უკან შენი კაბინეტის ჩაყოლებაზე და პირდაპირ ფინანსთა თანამშრომელთა კაბინეტებია დანარჩენს მერე გეტყვი.
-და ჯერ შენი სახელიც არ გითქვამს - ვუთხარი და კაფეტერიაში შევედი.
-სებასტიანი - გაიღიმა
-ვილენელი - გავუღიმე მან კი ხელზე მაკოცა
-თქვენნაირი ლამაზი ქალბატონები აკლია ამ შენობას - გამიღიმა.
-რას დალევ?
-უბრალოდ ბრაუნს შევჭამ - ვუთხარი და ბრაუნზე ვანიშნე. შეუკვეთა და მაგიდისკენ წავიდა შემდეგ სკამი გამომიწია და ჩემი დაჯდომის მერე თვითონ დაჯდა.
-შეყვარებული?
-არა მარტო ვარ. შენ?
-მეც. და რა თანამდებობაზე გადმოხვედი?
-ფინანსებში. დირექტორივარ.
-კარგია. პოლი მაინც არ მომწონდა, უჟმური ტიპი იყო. ხო დღეს საღამოს ბარში წამოხვალ?
-ეს პაემანია? -ევას ჩახველება გავიგე.
-რამდენი ხანია გირეკავ და პასუხს არ მცემ...
-არ ვიცოდი - ამოვილუღლუღე.
-ჩემი ბრალია - დაიწყო სებასტიანმა
-შენთვის აზრი არავის უკითხავს სებასტიან. ახლავე ჩემს ოთახში ვილენელ. - ბრძანებითი ტონით თქვა და კაფეტერია დატოვა.
-რაჯანდაბას აკეთებდით - მიყვირა ოთახში შესვლისას.
-ნუ მიყვირიხარ - მეც ვუყვირე
-რაჯანდაბას აკეთებდით - უფრო წყნარად მითხრა
-უბრალოდ ვლაპარაკობდით
-პაემანზე დაპატიჟებით?
-და რა?
-არაფერი. შეგიძლია გახვიდე. და იცოდე რომ შენი მოვალეობა საქმის შესრულებაა და არა ბიჭებთან ფლირტი. - გაბრაზებულმა დავტოვე მისი კაბინეტი და ჩემს ოთახში გავედი. კომპანიის საქმეებში ასეა თუ ისე გავერკვიე და ჩემი საქმეც გავაკეთე. ევასთან მის მერე არანაირი კონტაქტი არ მქონია. კომპანიიდან როცა გავედი სებასტიანი დამხვდა მანქანით.
-გაგიყვანო ლამაზო? - მკითხა და გაიცინა.
-თუ არ შეგაწუხებთ - გავუღიმე და მის მანქანაში ჩავჯექი. როცა ღვედს ვიკეთებდი ევა დავინახე და როცა შემამჩნია აქაც კი ვიგრძენი მისი გაბრაზება.
-სახლში გაგიყვან და საღამოს 8ზე მოგაკითხავ.
-მაწყობს. - მისამართი ვუთხარი და ტელეფონი ჩანთაში ჩავდევი.
-კარგად ლამაზო.
-მადლობა რომ მომიყვანე - გავუღიმე და მის წასვლას დაველოდე მერე კი სახლში შევედი და დაღლილი დავჯექი.
-გამარჯობა პატარავ - სამზარეულოდან ევა გამოდის.
-გული გამიხეთხე.
-სახლში სებასტიანმა რატომ მოგიყვანა?
-მეგობარია და მითხრა რომ გამიყვანსა რამე პრობლემაა?
-მეც შემეძლო.
-ასევე მასაც შეეძლო. რაშია პრობლემა ვერ ვხვდები.
-ისე ნუ იქცევი რომ ჩვენს შორის არაფერი ყოფილა - დამიყვირა.
-ნუ მიყვირიხარ. შეიძლება ყოფილა მაგრამ ეს რა შუაშია. მეგობარმა უბრალოდ სახლში მომიყვანა.
-მეგობარმა რომელმაც პაემანზე დაგპატიჟა და მთელი დღეა გეფლირტავება. რატომ არ გესმის ვილენელ მას მოსწონხარ. ვერ წახვალ მასთან პაემანზე და საერთოდ არც დაელაპარაკები.
-შენი საკუთრება არ ვარ და ვერ გადაწყვეტ რა ვქნა და რა. არა ახლა კი ჩემი სახლი დატოვე.
-შენც მიხვდები რომ მართალი ვიყავი.

Eva's pov
-გამარჯობა ფერიავ - ტელეფონში მესმის ანტონის ხმა.
-ახალი მსხვერპლი?
-ლუის ვილსონი.   გაწონასწორებულია. არუყვარს ლაყბობა და სილამაზით ვერ მოატყუებ.
-დანარჩენს ჩემით ვუზამ ანტონ მადლობა.
-რახდება შენსკენ ფერიავ.
-ისევ მას ველოდები როდის მიხვდება რომ მომწონს.
-სანამ არ დაელაპარაკები ვერ მიხვდება. კარგი ფერიავ წავედი.
-შეგატყობინებ როცა შევასრულებ დავალებას.
ლუის ინსტაგრამზე მივწერე რომ მასთან საქმიანი გარიგება მქონდა ჩემი ვინაობის შემდეგ კი დაინტერესდა. და შეხვედრა მისი ნებით ბარში დავთქვით.
-მის ევა - მომესალმა როცა მას შევხვდი.
-სასიამოვნოა თქვენი პირადად ხილვა - გავუღიმე და მის წინ დავჯექი.
-თქვენნაირი კომპანიის მფლობელი მიკვირს რომ ჩემით დაინტერესდა.
-მართალია უბრალოდ ვფიქრობ რომ კარგად შევეწყობით ერთმანეთს - გავუღიმე.
საქმეზე და პირადზე საუბრისშემდეგ ცუდად გახდა. რათქმაუნდა. მას მარწყვზე აქვს ალერგია, მის კოქტეილში კი იმდენუ მარყვია რომ მალევე მოკლას.
-კარგად ხართ? - ვკითხე ვითომდა ანერვიულებულმა. სასწრაფო დახმარების ცენტრში დავრეკე თუმცს სანამ მოვიდოდნენ იქამ მოკვდა. პოლიცია მოვიდა და დასაკითხად წამიყვანეს. ვუთხარი რომ საქმეზე ვსაუბრობდით და მოულოდნელად ცუდად გახდა. ასე საქმიდანაც გამოვძვერი. გზაში პირველივე ბარში შევედი რომელიც საკმაოდ მიყვარს
-რამე ძლიერი - ვუთხარი ბარმენს. სამი ჭიქის მერე ირგვლივ მიმოვიხედე რომ ვინმე მეპოვნა და სწორედ მაშინ კარებში სებასტიანი და ვილენელი შემოვიდა. როცა დასხდნენ მოვუახლოვდი და ვილენელის გვერდით დავჯექი.
-გამარჯობათ.
-მის ევა - გაკვირვებულმა შემომხედა სებასტიანმა. - არმეგონა აქ თუ გნახავდით.
-პაემანი გაქვთ?
-რაღაც მაგდაგვარს ვგეგმავდით - გაიღიმა სებასტიანმა
-მაშ დაგტოვებთ. - გავიღიმე და მათთან ახლოს დავჯექი. რამოდენიმე ჭიქა მეც დავლიე. ვილენემაც ბევრი დალია. დაახლოებით სამი საათის მერე როცა ცეკვას შეწყვეტენ საუბარა იწყებენ.
-სებ შეიძლება ცუდად გამომივიდეს მაგრამ არამგონია ჩვენს შორის რამე მოხდეს.
-რატომ?
-ამმ... შეყვარებული მყავს.
-და აქ რატომ წამომყევი.
-უბრალოდ იმიტომ რომ კარგად გამეცანი. - სამი ჭიქა ერთად დავლიე და ბარი დავტოვე.

Sunshine Of My LifeWhere stories live. Discover now