I თავი

452 14 3
                                    

-იციი.....
ენა მებმოდა და ვბორძიკობდი.
-ნანა მითხარი,გისმენ.
-არა,ჯანდაბა არ მინდა არაფერი.
შევტრიალდი კარისკენ და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი,მაგრამ მომატრიალა.
-გთხოვ,მითხარი
ასე ძალიან რატომ ითხოვდა თუ ხვდებოდა ყველაფერს?
-არვიცი როგორ გითხრა...
-უბრალოდ გააღე პირი და სიტყვები გამოუშვი.
ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე,სახეში შევხედე და მივახალე.
- მომწონხარ.
სახის გამომეტყველება არშეცვლია,რათქმაუნდა ხვდებოდა,რომ მომწონდა.დიდიხანია რაც ხვდებოდა,მე კი დებილივით ვცდილობდი მიმენიშნებინა.

-ვიცი,შენ ანა მოგწონს და აზრი არ აქვს ამის თქმას,მაგრამ მეგობრებმა დამაძალეს....
ხმას არ იღებდა მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ყველაფერი.თვალებში მიყურებდა და ჩუმად იდგა.
-მე მგონი უნდა წავიდე,მაინც რა პასუხს უნდა ველოდე?
ნერვიულად გავიცინე,რომ არ ჰგონებოდა როგორ ნერვიულობსო.
გასასვლელისკენ გავემართე და კლასის კარის სახელური ჩამოვწიე.
-ბოდიში.
სხეული გამიშეშდა და მოძრაობას ვერ ვაგრძელებდი.
-ბოდიშს გიხდი.
გაკვირვებული სახით გავხედე.
-არ მინდოდა ეს ყველაფერი ამით დასრულებულიყო,მითუმეტეს რომ უმაგრესი ურთიერთობა და მეგობრობა გვქონდა.შეიძლება ხვდებოდი კიდევაც რომ რაღაც დროით მეც მომწონდი...
-უხერხულში ჩაგაგდე,მესმის.იმედია ეს ყველაფერი ჩვენში დარჩება.ნახვამდის თორნიკე.
გავუღიმე და სასწრაფოდ გამოვედი ოთახიდან.

საშინლად აფორიაქებული მივქროდი სკოლის დერეფანში და უკან არ ვიხედებოდი.ისედაც გიტარაზე მაგვიანდებოდა.სკოლაში არავინ იყო მხოლოდ მე და ის,რადგან გაკვეთილების შემდეგ დარჩენა ვთხოვე რაღაც საქმე მაქვს შენთან-მეთქი.
ღმერთო რა დებილი ვარ! რას მოველოდი?! ხომ მითხრა რომ ის გოგო მოსწონდა,რატომ ვიქაჯე და მივახალე რასაც აზრი აღარ ჰქონდა?! არავისთვის უნდა დამეჯერებინა. სრული სისულელე გავაკეთე და გულიც გავიტეხე.რა თქმა უნდა არ ვტირი,რადგან უკვე ყველაფერი გათვლილი და წინასწარ ნანერვიულებული მქონდა,მაგრამ მაინც ამაღელვებელია ჩემი პირველივე აღიარება მარცხით დასრულდა და ალბათ ამის შემდეგ აღარავის გამოვუტყდები.
დიდი იმედი მაქვს ჩემ პარალელურ კლასელ,თორნიკეს მთელი მეთერთმეტე კლასის განმავლობაში აღარ ვნახავ,რაც არ უნდა მოხდეს თავს ავარიდებ.და ასევე დიდ იმედს ვიტოვებ იმისთვისაც რომ ეს ყველაფერი არ გავრცელდება სკოლაში.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ვიცი,რომ პატარაა,მაგრამ შემდეგში შედარებით დიდი თავები იქნება<33

■His prettiest problem■Where stories live. Discover now