IX თავი 🛑

160 12 2
                                    


-ხო და აი ასე შევხვდი იმ ტიპს მარიამის დაბადების დღეზე,რომელმაც მაშინ,გაჩერებაზეც შემაწუხა და ახლაც მაგ გზას ადგას.

გავკიოდი ფანჩატურის ერთ მხარეს მწოლიარე მე და ხელებს ვიქნევდი.

- ვააახ,არადა ეგეთი ცუდი ტიპი არ ჩანს თითქოს? ბედი გაგეხსნაა ნანააა!

"ბესეტკის" მეორე მხარეს არ ცხრებოდა ლილე,თან გადახედავდა მელანოს,შენც ამყევიო.

-ნეტა,მაშინ გამხსნოდა ეს ბედი როცა თორნიკეს ვუთხარი ჩემს გრძნობებზე!

წავიწუწუნე და ხელი ავიფარე თვალებზე.

-ვაიმე, ახლა არ მითხრა რო ტირი! ანგელოზივით ბიჭი მოგადგა კარზე და შენ იმ დეგენერატს მისტირი?კვატო!

მელანო წამოხტა ადგილიდან და გადმომწვდა.

-დაწყნარდი კაცო, მაგაზე იმ წამს არ მიტირია როცა მოსახდენი მოხდა და ახლა რაა ვითომ.

-აუფ,თითქოს დეპრესიაში არ გაგდებდა ერთი დღე რო არ მოგწერდა.

-მაგრად მაწყნარებთ რაა!
გავიბუსე.

-კაი ხო,მართლა მარიამს რა უთხარი დღეს სკოლაში?
შემახსენა ლილემ.

-რა უნდა მეთქვა,არც მოსულა.

-და ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ რომ მაგან მისცა შენი ნომერი ბიჭიკოს?

-სხვას ვის უნდა მიეცა,ლილე?

ჩემ მაგივრად გასცა პასუხი მელანომ სერიოზული სახით.ამაზე პატარა წაკინკლავებაც მოუვიდათ,მე კი ფიქრებში გავერთე.

განა ღირს ისევ თორნიკეზე ნერვიულობა? მის მიმართ კვლავ შემომრჩენოდა გრძნობები და ამას ვერაფერს ვუხერხებდი.მასთან უხეშობა დავიწყე და ასე გამოვხატავდი წყენას.არადა სულ არ მინდა ასე ვიქცეოდე ან ასეთი ვჩანდე,უბრალოდ მსურს დავარწმუნო, რომ აღარ მომწონს.მაგრამ თუ თვითონ ნანასაც ვერ დავაჯერე,მაშინ არაფერი გამოვა.

-დედამიწა გიხმობს,ნანაა!
თითები დამიტკაცუნა სახესთან მელანომ.
უსიტყვოდ წამოვიწიე და სახეში შემოვირტყი ხელები.
-გადავწყვიტე!
წამოვიყვირე.
ორივემ შეშინებული თვალებით შემომხედა.
-თორნიკეზე აღარ ვიფიქრებ!
-არ მჯერა...
ეჭვის თვალით შემომხედა მელანომ.
-არა,მართლა.
სერიოზული სახით განვაცხადე და თითები დავიტკაცუნე.
-ეგრე რაა!
ნამეტანი სასიხარულო ამბავი გამოდგა.
-მოდი ახლა სადმე დავსხდეთ და რამე დავლიოთ.
ლილემ წარმოთქვა ზრდასრულივით.
-"რამეში" ალბათ კაკაოს გულისხმობ.
მელანომ აღნიშნა.
-მელანო, არ გრცხვენია?!კაკაო ღმერთების სასმელია!
შევეკამათე.
-ოო,კაი წამოდი სადმე ლამაზი ადგილი ვნახოთ და ეგ იქნება.
ჯიბეში ფული შეიმოწმა და დარეკა მშობლებთან.
მეც გამახსენდა,რომ დედაჩემთან უნდა დამერეკა.

■His prettiest problem■Where stories live. Discover now