-ვინ იყო? ჯანდაბა,ნანა,გვითხარი!
არ მეშვებოდა მელანო.
უნდა გამემხილა თუ არა ბიჭის ვინაობა არ ვიცოდი.კი,მითხრა არავისთან წამოგცდესო,მაგრამ ესენი ხომ მეგობრები არიან.ოხ,რა!
-ა,ხო ვიღაცაში ავერიე და ვერ ვუმტკიცებდი სანამ თქვენ არ გამოჩნდით.
ნერვიულად გავიცინე.გული იმდენად სწრაფად მიცემდა,მეგონა ცოტაც და დამარტყამდა.
-რა სისულელეა!ჩვენ ხომ არაფერი გაგვიკეთებია!
ლილე დაფიქრდა,თუ რით გადამარჩინა.
-სახელი დამიძახეთ,მეტი რა უნდა გექნათ?
მხრები ავიჩეჩე.
-წამოდი წამოდი გაცივდა კაკაო.
ხელკავი გამომდეს და სწრაფი ნაბიჯებით წამათრიეს ჩვენი ადგილისაკენ.როცა უკვე უნდა ავბარგებულიყავით,დომნინე დაუბრუნდა კუთვნილ ადგილს.უცებ გავხედე მელანოს და ლილეს.დაჟინებით,მკაცრად შესცქეროდნენ მას.არ მიუვარდებიან ხო?!
-ეს ხო ის ტიპია?!
-ხო,ლილე,თვალი ნამდვილად არ გატყუებს.
-მელანო,მოდი წავიდეთ,ხო დავასრულეთ უკვე.
წამოვდექი და გაქცევა ვცადე.
-მაცადე ერთი!
დომნინე ჩვენკენ წამოვიდა,მგონი?!!შარს ეძებს?!
-არა!!!
გოგოებს წინ გადავუდექი ხელებგაშლილი,არც მათ სამიზნეს მოვუშვებდი იქამდე.
სწრაფად შემოვიხვიე ყელზე წითელი კაშნე და გარეთ გავვარდი.უცებ ვიგრძენი თბილი ოთახიდან ტყვიასავით გამოვარდნილ მეს როგორ გამაწნა სილა ყინვამ.
-ნანა,კარგად ხარ?
-მგონი არ არის
ნერვიულად შემომხედეს.
-გვიანდება უკვე და სახლში გვიწევს წასვლა,დედაჩემმა არ დააგვიანოო.ფეხები დავაბაკუნე და გავემართე გაჩერებული ტრანსპორტისაკენ.
______________________________________
იქნებ ხვალ მაინც ვნახო მარიამი.რატომ არ იყო ნეტავ დღეს.ხომ არ მოვიკითხო?
Mariami☄
Nana:მარიამ სად ხარ??
Nana:მარიააამ!!!
Mariami☄:ნანა,ხვალაც ვერ გნახავ,ბოდიში.თუ გეცლება მესტუმრე ამ დღეებში.
Nana:ყველაფერი კარგადაა?
Mariami☄:არა...
Nana:კარგი გიტარის გაკვეთილს გავაცდენ,რამე წამოგიღო?
Mariami☄:არა! ხვალ არ მოხვიდე,არც ეგ მინდა რო რამეში ჩამორჩე,მასე ცუდად არ ვარ.
Nana:არა არა.
Mariami☄:ხვალ არ დაგინახო აქ! მოდი როცა გეცლება.
Nana:კაი ჰო,იმედია ძალიან ცუდად არ ხარ.მალე მომიყევი ყველაფერი იცოდე.
YOU ARE READING
■His prettiest problem■
Roman d'amourრაღაც ნაწილი რეალური ამბიდანაა აღებული. თინეიჯერი/მოზარდი გოგოს ამბავი,რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს და იპოვოს საკუთარი თავი,როგორც სხვა სკოლის მოსწავლეები. ბევრს არაფერს გეტყვით აქ,იმედია დაგაინტერესებთ<333 სავარაუდოდ სათაურს შევცვლი და არ...