IV თავი🏃‍♀️

162 12 0
                                    


საშინლად იწელებოდა ეს ერთი საათი.პირი მიშრებოდა და ოფლი მასხავდა.ასე არასდროს მდომებია გაქცევა. იმ წამს ისეთი გრძნობა გამიჩნდა,თითქოს ვიღაც დაჟინებულ მზერას არ მაცილებდა.
თვალების ცეცება დავიწყე და წავაწყდი იმ მწველ მზერასაც. თვალი გავუსწორე თორნიკეს,მაგრამ არ გაიხედა.არც მე შევწყვიტე,რადგან არ ვაპირებდი ამაში დამარცხებას.რატომ არ გაჩერდა?აგრძელებდა ჩემს წვალებას და უფრო მიშლიდა ნერვებს.ძალიან ჩამოცხა და მეც შევიხსენი პერანგის ერთი ღილი.ჯანდაბა,ეს იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი.
-ბავშვებო,დღეისთვის სულ ეს არის.ახლა დაგირიგდებათ სიმღერის ტექსტები და ივარჯიშეთ დაკვრაში.
მასწავლებლის სიტყვებმა გაწყვიტა ჩვენი "eye contact". არც კი მწყენია.ეს ხომ უბრალოდ სამარცხვინო იყო.
სწრაფად ჩავჩურთე გიტარა და ფურცელი ჩანთაში და ტყვიასავით მარდად გამოვვარდი ოთახიდან.ყოველ შემთხვევაში ვეცადე,მაგრამ მარიამმა ხელკავი გამომდო და შემაჩერა.
-სად მიიჩქარი გოგო?!
-ამმ,რავი დღეს დავიღალე და სახლში მინდა.
-ხვალ არის ჩემი დაბადებისდღე ხომ გახსოვს?
ჯანდაბა ამაზე არც მიფიქრია,საჩუქრის ყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია.
-ჰოჰო.
-ხოდა სახლში ვიხდი და იქ შენ აუცილებლად უნდა იყო.გაიგე?!
-ვნახოთ...
-ვნახოთ კი არა მოხვალ! კარგაად.
ლოყაზე მაკოცა და გაიქცა.
ახლა კი საჩუქრის საყიდლად უნდა წავიდე.ნეტავ სახლში როდის მივაღწევ?

უახლოეს სასაჩუქრე მაღაზიამდე მივლასლასდი და კარი გამოვქაჩე.არ გაიღო.კიდევ გამოვქაჩე.არადა ღიაა და შიგნით შუქიც ანთია. მთელი ძალით ვექაჩებოდი და თან ჩემთვის ვჩხუბობდი. ვიღაც ქალი მომადგა და მომაშტერდა.რატომ მიყურებდა ვერ გავიგე და უკან გამოვიწიე.
კარს მიაწვა და შიგნით შევიდა.
ამდენხანს მე ვექაჩებოდი და სინამდვილეში პირიქით უნდა შემეღო კარი!
"შევჯლაგუნდი" შენობაში და ნივთების თვალიერება დავიწყე.დიდად მოსაწონი არაფერი იყო,მაგრამ ავარჩევ.მარიამს ასე კონკრეტულად არ მოსწონს რამე,რაც არ უნდა აჩუქო დიდი აღფრთოვანებით შეხვდება.
-უკაცრავად,თუ არაფრის ყიდვას აპირებთ,გთხოვთ დატოვოთ მაღაზია.
ამ წინადადებით მომიახლოვდა მაღალი,გამხდარი ქალი.ისეთი სახით იყურებოდა,თითქოს შენი ცოდვებისთვის პასუხს მოგთხოვდა.
-ვაპირებდი,მაგრამ რახან არასრულწლოვანი მომხმარებელი თქვენთვის არასასურველია გადავიფიქრე.ნახვამდის.

უკვე კარგად ბნელოდა,როცა სახლში დავბრუნდი.

■His prettiest problem■Where stories live. Discover now