სკოლა როგორც კი დავტოვე, მაშინვე ოდნავი შვება ვიგრძენი.ყურსასმენი გავიკეთე, სიმღერა Apocalypce ჩავრთე და გაჩერებისაკენ ავიღე გეზი.
ხანდახან რთულად გასააზრებელია რომ იმ ადამიანს რომელიც შეიძლება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყოს,მარტივად შეეძლოს ჩვენი უარყოფა. სამწუხაროა...ამ აზრებით დაბნეულმა მივაღწიე გაჩერებამდე.სხვა დღეებში ყოველთვის ვაკვირდებოდი ქუჩაში მდგომ ხალხს და ვცდილობდი მათი გარეგნობიდან გამომდინარე შემესწავლა დეტალები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე,მაგრამ ახლა ამ ყველაფრის არც თავი და არც განწყობა მქონდა.
ჩამოვჯექი სკამზე და სიმღერა Lonely dayს ტექსტს ჩუმად ავყევი.ტელეფონის ვიბრაცია გაისმა.დავხედე და იმ ადამიანების შეტყობინებები დამხვდა,ვინც იცოდა დღეს რა უნდა მომხდარიყო(თორნიკესთან დაკავშირებით). არ გამიხსნია,რადგან ვიცოდი პასუხს უხეშად გავცემდი ყველას,ამიტომ თითოეულის ''ჩატი'' იგნორებში ჩავაგდე.ცოტახანს მოიცდიდნენ.
ამასობაში დრო ძალიან იწელებოდა და მეც ნელ-ნელა ვბრაზდებოდი.ამ სიცივეში ამდენ ხანს ჯდომა ხუმრობა არ გეგონოთ.ავტობუსი როდის იგვიანებდა ასე ძალიან?!ზამთარია ბოლოს და ბოლოს,დეკემბრის პირველი რიცხვები.ქარი უბერავდა და იმდენად ციოდა,ხელები სულ გაწითლებული მქონდა,ზუსტად ჩემი შარფის ფერი გამხდარიყო.
ისევ სიმღერაზე გადავიტანე ყურადღება და ვცდილობდი ბრაზი გამენელებინა.
-System of a down.
გვერძე მჯდომ ბიჭს გავხედე.
-რა?
გაკვირვებულმა შევხედე,თითქოს მისმა სიტყვებმა გამომაღვიძა.
-ეგ სიმღერა lonely day,რომელსაც ახლა უსმენ, ჯგუფი System of a down-ის არ არის?
შუბლზე ჩამოყრილ შავ თმებში ძლივს ვარჩევდი მის თვალებს.ნეტავ როგორ ხედავს საერთოდ?
-ჰო.
-არ მეგონა გოგოებიც თუ უსმენდნენ მასეთ სიმღერებს...
ჩაიცინა და გაიხედა გვერძე.
-გოგოები რას ნიშნავს?! ვისაც რას უნდა იმას მოუსმენს! სიმღერასა და ჟანრს სქესის მიხედვით რატომ ყოფ?!
-უბრალოდ ვთქვი!
-მჰმ,კაი.
გვერდიდან შევამჩნიე მისი მზერა,თუ როგორ გადაჰქონდა ჩემი თმებიდან გიტარის ჩანთაზე და დეტალურად ცდილობდა შეესწავლა საკრავი.ნუთუ არ დაფიქრებულა,რომ თავისუფლად ვამჩნევდი მის ცნობისმოყვარე გამოხედვას.
როგორც იქნა!ავტობუსი!!!!
სწრაფად დავიწყე ფაცი-ფუცი და ავტობუსში ასასვლელად მოვემზადე. უკვე ერთი ფეხი ადგმული მქონდა,როდესაც უკნიდან მომაძახა შარიანმა ბიჭმა.
-რა გქვია?
-ნანა.
-კიდევ შევხვდებით??
ცდილობდა ავტობუსის წასვლამდე მოესწრო კითხვების დასმა.
-ვინ იცის?!
ჩავიცინე და ავტობუსში ადგილი დავიკავე.
ტრანსპორტი დაიძრა,მაგრამ იგი მაინც შემომცქეროდა.
ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ვეღარ ვნახავდი,მაგრამ არაუშავს საწყალ ბიჭს იმედებს არ ჩავუკლავ.
YOU ARE READING
■His prettiest problem■
Romanceრაღაც ნაწილი რეალური ამბიდანაა აღებული. თინეიჯერი/მოზარდი გოგოს ამბავი,რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს და იპოვოს საკუთარი თავი,როგორც სხვა სკოლის მოსწავლეები. ბევრს არაფერს გეტყვით აქ,იმედია დაგაინტერესებთ<333 სავარაუდოდ სათაურს შევცვლი და არ...