VI თავი 👤

148 13 6
                                    

რამდენიმე ბავშვი იმაზე ადრე მოვიდა,ვიდრე ველოდით,მაგრამ უხერხული გარემო არ შექმნილა.ყველაფერი მზად იყო და იუბილარიც ბედნიერად გამოიყურებოდა,ხან ერთ სტუმარს გაეხუმრებოდა, ხან მეორეს.ცოტა უცნაური მეთოდით გამაცნო ისინი,ასე სიცილ-კისკისით.მეც აღარ გავაგრძელე "უჟმურად" ყოფნა და ხანდახან ჩემს აზრს გამოვთქვამდი ამა თუ იმ საკითხზე.

გავიდა 1-2 საათი და ყველაფერი კარგად მიდიოდა.უკვე ოთახში ბევრი ადამიანი მოგროვებულიყო.ალბათ ინტროვერტი ადამიანი პირდაპირ ბღავილს მორთავდა აქ რომ ყოფილიყო(მელანო მესმის შენი).

-ჰეიიი ნანაა!
მომახტა ნინა და ზურგზე ხელები მომხვია ჩასახუტებლად.
-ჰეიი.
თბილად შევხვდი,მაგრამ ეს ის ადამიანი ნამდვილად არ იყო ვისთან ჩახუტებაზეც ღამე შეიძლება მეოცნება.
-რა ლამაზი ხაარ
-გმადლობ,შენც.
წვენი მოვსვი და ცარიელი პლასტმასის ჩიქა ხელში დავკუჭე.
-კარგი, წავალ ახლა სხვებსაც ვნახავ,მოგვიანებით შემოგიერთდები.
ყალბი ღიმილით გაიარა და ჩვენ კლასელ ნიკას მიუჯდა გვერდით.
-pick me.
ჩავილაპარაკე ჩემთვის და სხვა მხარეს გავიხედე.საინტერესო ხალხია და ცოტა ხმაურიანიც.

ერთი სკამიღა იყო ცარიელი,ისიც მაგიდასთან იდგა და ხალხისკენ ზურგით ექცეოდა.დანარჩენი ადგილები დაკავებული იყო ჩანთებით,საჩუქრებითა და "გალეწილი მთვრალი" ბავშვებით,რომლებიც შემდეგი ცეკვისათვის სულს იბრუნებდნენ. ჩამოვჯექი იმ ცარიელ სკამზე,კომფორტულად მოვთავსდი და ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან.
____________________________________
Nana💿:აქ ხართ???
Lile💀:მე სახლში არ ვაარ.მერე მოგწერთ.არ მოიწყინოო😘
Nana💿:კაი
Melano💫:რა არის?რა ხდება?
Nana💿:არაფერი,ცოტა მოვიწყინე და მეთქი მოვიკითხავ.
Melano💫:დარწმუნებული ვარ ჩემზე მეტად ვერასდროს მოიწყენ.ჩემი ცხოვრება თვით მოწყენილობა და მოჟამულობაა.
Nana💿:ოჰ,ოჰ დეპრესიამ შემოგვიტიაო?😂
Melano 💫:მოგცლია რა
Nana💿:უი გუშინ არ მითქვამს,ამ დღეებში გაჩერებაზე ვიღაც იდიოტი მეჯდა გვერძე და SOADის სიმღერა ამოიცნო.
Melano 💫:მეტად საინტერესო ვინმე ყოფილა.ნომერი გამოართვი თუ?
Nana💿:ეგღა მაკლდა რა, ჰგონია რომ მარტო ბიჭები უსმენენ მასეთებს, იმ ბიჭს რომელი გოგო შეხედავს?
Melano 💫:სიმპატიური მაინც იყო? თუმცა შენ სიმპატიური ბიჭები როდის მოგწონს...
Nana💿:გაჩერდი თორემ მანდ მოგაკ....

-ასე მოგხიბლე,რომ ვერ მივიწყებ?

კისერთან ვიგრძენი ვიღაცის სუნთქვა და ის ცივი ხმა,რომელმაც წერა გამაწყვეტინა.

უცებ წამოვიწიე და თვალი ავაყოლე ბიჭს,რომელიც თურმე ჩემს მიმოწერებს კითხულობდა.
-სხვის ტელეფონში ყურება უზრდელობაა.
-არც ის უნდა იყოს კარგი საქციელი,ვიღაცას ერთი წინადადებით რომ განსჯი,ნანა.
-თან მუხლებში მოხრილხარ,სკამს ხომ არ მოიტანდი და მხარზე თავს ჩამომადებდი?
-მაგაზეც ვიფიქრე.
წამოვდექი და ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე.
-მერე რა,რომ შენზე ვლაპარაკობდი?
-არაფერი,რაღაცნაირად მესიამოვნა კიდეც რომ გაგახსენდი.
წინ დავუდექი და მკაცრი მზერა ვტყორცნე.ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და ხმას არ ვიღებდით.აქედან მხოლოდ მე ვიბღვირებოდი.

-რამე პრობლემაა?
ოღონდ ისევ თორნიკე არა!
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ამ თავის დადება ისე მინდოდა,რომ ერთი ამოსუნთქვით დავწერე.ამიერიდან მალე დავდებ თავებს.საინტერესო რაღაცები იწყება😉
Vote არ დაგავიწყდეთ♡♡♡

■His prettiest problem■Where stories live. Discover now