VIII თავი 🌙

146 11 2
                                    


დიდხანს მივდიოდით ხმა ამოუღებლად.
ლამპიონები ქუჩაში ძლივსღა ანათებდა, ამიტომ მთვარის შუქი უფრო გვიწვდიდა დახმარების ხელს.
ყურსასმენში ჩართული სიმღერების გამო თავი ფილმში მეგონა და რაღაცნაირად ეს მომწონდა კიდეც.მაგრამ რამხელა ხმაზეც არ უნდა მქონოდა სიმღერები,მაინც უხერხულობა იყო ჩვენ შორის. რატომ არ გაჰყვა მათეს?მერჩივნა ისევ მარტო და შეშინებული მივსულიყავი სახლში.

-რას უსმენ?
შევხტი.
-აჰ....მე...The night we met.
-ჰმმ,არვიცი ეგ სიმღერა.

ცალი ყურსასმენი მომაძრო და ყურთან მიიდო.

-წყნარია,შეიძლება მეც მოვუსმინო?სამწუხაროდ ყურსასმენები თან არ მაქვს.
-ჰო.

მადლობის ნიშნად გამიღიმა. შემდეგ ცაში აიხედა,ცივი ნიავი სახეზე მიეფერა და თითქოს სიმღერა მთელი გულით შეიგრძნო.რაღაც მომენტში შემშურდა,რომ რამდენიმე წამში გაიაზრა თუ როგორ უყვარდა ცხოვრება.
თითქოს ახლა უფრო წყნარად ვიყავი და აღარ ვდარდობდი.აღარ მციოდა,პირიქით სირცხვილისგან ლოყებიც ამიღაჟღაჟდა და ფიქრებში გავერთე.
უეცრად შემთხვევით გვერდით გავიწიე და ყურსასმენი გამომძვრა.ამაზე გამომხედა და უფრო დავიბენი.აუ შემამჩნია(((
ჯანდაბაჯანდაბაჯანდაბა!
-უფრო ახლოს მოიწიე...
-ჰმ?
გაკვირვებულმა ავხედე,საშინლად მეუხერხულა
-რომ აღარ ჩამოგძვრეს.
მიმითითა ყურსასმენზე.
-უი,ხო.
სწრაფად მოვირგე და განვაგრძეთ სწრაფი სვლა.უკვე კორპუსთან ვიყავით.ცოტა არ იყოს გული დამწყდა... რომ ღამის გასეირნების დრო ამოიწურა.
-აი,მოვედით.გმადლობ,რომ ბოლომდე გამომყევი,ვალდებული არ იყავი...
დარცხვენილმა ყველა კენჭი შევათვალიერე მიწაზე.
-ეს ჩემი სურვილით იყო.
-გმადლობ კიდევ ერთხელ,დომნინე.
ოდნავ გაოგნებული და ბედნიერი სახით ჩამომხედა.
-რა თქვი?
-კიდევ ერთხელ გმადლობ მეთქი
-ბოლოში დაგავიწყდა
-კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, დ ო მ ნ ი ნ ე
-რაღაცნაირად ახლა უფრო მომეწონა ჩემი სახელი.
ხელი მოისვა სახეზე და ვითომ ჩაფიქრდა.
-ნუ ბოდავ.კაი წავედი მე,შენც წადი და მარიამს დაურეკე როცა მიხვალ სახლში.
-მარიამს რატო?ნომერი მომეცი და შენ დაგირეკავ
-ვისი ნომერიც გაქვს იმას დაურეკე. კარგაად

■His prettiest problem■Where stories live. Discover now