V თავი👯‍♀️

158 13 3
                                    

-მოვედი!
დრამატულად წარმოვთქვი,ჩანთა სადღაც მივაგდე და მისაღებ ოთახში,ხალიჩაზე "გავიშხლართე".
-შეგაგვიანდა...
დედამ სამზარეულოდან თავი გამოყო და თან ცალი ყურით ტელეფონზე ვიღაცის გაუთავებელ ლაქლაქს უსმენდა.
-ჰოოოო,ხვალ მარიამის დაბადების დღეა და შენ რომ არ მოხვიდე არ ვიციო...
მიგდებული ჩანთა ძლივს ვიპოვე და ხელი ჩავყავი,მაინტერესებდა რამდენად მოეწონებოდა დედას საჩუქარი.

ოთახში თითქოს დაძაბულობა იგრძნობოდა. ჩაფიქრებულ დედას ავხედე და ველოდებოდი მის პასუხს.
-ჩემი აზრით, ყელსაბამი, რომელიც მეგობრობასა და სიყვარულს აღნიშნავს,მშვენიერი საჩუქარია.მე გამიხარდებოდა.
-ანუ ჩააბარა გამოცდა! ძლივს ისეთი საჩუქარი ვიყიდე,რომელიც დედას მოეწონა!
წამოვხტი და წავიცეკვე.
-შენ გირჩევნია ხვალისათვის მოემზადო,წადი დაიბანე.
-----------------------------------------------------
საწოლზე დავებერტყე და სველ თმაში თითები შევიცურე.ხვალ როგორც წესი კარგად გავერთობი,ახალ ხალხს გავიცნობ და ცოტას დავლევ(ბოლოსდაბოლოს საქართველოა).
გაუთავებლად ვათვალიერებდი Tiktokებს და ათასში ერთხელ ანიმე "ედითზე" თუ შევაჩერებდი ყურადღებას.
____________________________________
Sherekilebi💢
Lile💀:რას შვრებიით??
____________________________________

მომივიდა შეტყობინება და მეც წამში გავხსენი.

Nana💿:რავი, ვწევარ შენ?
Lile💀:მეც არაფერს,სად დაგვეკარგა მელანო?
Nana💿:სად სცალია აბა ჩვენთვის?! სულ იმ გაბრიელის თავიდან მოცილებაშია.
Lile💀:რატო წაუღო ტვინი? არ მოსწონს ამ გოგოს და შეეშვას რა.
Melano💫:ჩემზე რას ჭორაობთ ერთი??
Lile💀:ოჰ მოსულაა
Melano💫:ხვალ რამეს თუ არ აპირებთ გავიდეთ რა გარეთ,გავისეირნოთ
Nana💿:ეე მე მარიამის დაბადების დღეზე მივდივაარ და ალბათ ვერ მოვასწრებ,თან თუ რამე მოხდება მოგიყვებით მერეე.
Lile💀:იმ იდიოტ თორნიკეზე არაფერი გამაგონო იცოდე!!!
Nana💿:კაი ახლა არ დაიწყო რაა
Melano💫:ლილეეე შენც კიდე რას ახსენებ,ძლივს დაავიწყდა😩
Nana💿: ჯერ ერთი არ დამვიწყებია და მეორე კიდე, სულ ხომ არ ვახსენებ
Lile💀:ისე ამბობ თითქოს 24/7 ზე შენს გონებაში არ ტრიალებდეს რაა.
Nana💿:კაი კაი თქვენი ბოდიალის თავი არ მაქვს,ხვალ გადატვირთული დღე მექნება და უნდა დავიძინო.

გამოვრთე ტელეფონი და გვერდით გადავდე.თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა, არც ვეწინააღმდეგებოდი.

------------------------------------------------------
Mariami☄: რას შვრები,არ მოდიხარ?

სკოლის შენობიდან ახალი გამოსული ვიყავი, როცა შეტყობინება მოვიდა.

Nana:კიი ახლა გამოვედი,10-15 წუთში მანდ ვიქნებიიი.
Mariami☄:კაიიი გელოდებიი.

ავტობუსის დანახვისას პანიკა დამემართა და გავიქეცი,ვაი თუ ვერ ავასწრო ასვლათქო. ძლივს მოვასწარი და სკამიც სწრაფად დავიკავე.მალევე მივედი სასურველ გაჩერებაზე და ჩამოვხტი ტრანსპორტიდან.

-რომელი სართულია?
დავურეკე.
-მანდ დაიცადე,მაინც ვერ მოაგნებ კარებს,თორნიკეს ჩამოვუშვებ და ამოგიყვანს.
-არა!
ცოტა წამოვიყვირება გამომივიდა.
-რა ხდება?ხო კარგად ხარ?
-კი,უბრალოდ არ ჩამოუშვა არავინ,მითხარი სართული და ამოვალ.
-უკვე მოდის,მანდ დაიცადე და ნუ ჯიუტობ!
გაბრაზებულმა გავუთიშე და კედელს მივეყუდე.

-ნანა...
-გამარჯობა თორნიკე,წავიდეთ.

მოკლედ მოვუჭერი და სადარბაზოში პირველი შევედი.არცერთი ვიღებდით ხმას,რაც უხერხულად მაგრძნობინებდა თავს.
- აი აქეთ.
ხელით მანიშნა ყავისფერ კარზე.თავი დავუქნიე და სახელური ჩამოვწიე.
-ნანააა!
-გილოცაავ მარიაამ!!!
გადავეხვიე და საჩუქარი გავუწოდე.
-ვაიმეე რა არიის??
-გახსენი და ნახავ.
-კარგიი ამას ვნახავ,მანამდე აქეთ წამოდი შენ,დამეხმარე ოთახის გაწყობაში თორე, თორნიკე ყველაზე დაბდურა ადამიანია მთელ მსოფლიოში.

ამაზე ჩავიცინე და ქურთუკი შევაჩეჩე იუბილარს.
-მოდით ახლა და დამეხმარეთ!
გამოგვძახა ბიჭმა და ტუჩი გამობურცა.არაფერი გავძახე,რაც ძალიან უჩვეულო და გასაკვირვი იყო მარიამისთვის.
-შენ და იმას რა გჭირთ? იჩხუბეთ?
-არა,არა.
და ყალბი ღიმილით გავედი ოთახის გასაწყობად.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ვეცადე შედარებით დიდი თავი გამოსულიყო🤩
შემდეგი თავები საინტერესო იქნებაა,ამიტომ აქ არ შეწყვიტოთ ამ ამბის კითხვა👯‍♀️
Vote არ დაგავიწყდეთ<33

■His prettiest problem■Where stories live. Discover now