VII თავი 😳

153 15 7
                                    

ოღონდ ისევ თორნიკე არა!
ამოვიოხრე და გაღიზიანებულმა შევხედე.ვითომ ერთი არ მეყო და ახლა მეორეც დაემატა.
-არაფერი.
მოკლედ მოვუჭერი და თავი გადავიქნიე.
-მეგონა ნერვებს გიშლიდა.
შეუბღვირა მაღალ ბიჭს.
-რომც მიშლიდეს,შენ არ გეხება...
ბოლო სიტყვები ჩავილაპარაკე.
-რა?
-ერთი გამატარე რა.
მხარი გავკარი ორივეს და შუაში გავიარე.აქ გასართობად მოსულს ნერვოზი დამმართეს.
მოცეკვავეებს გვერდი ავუარე და მაგიდასთან მივედი.საშინლად მწყუროდა,მაგრამ წყალს ვერ ვხედავდი იქვე,ამიტომ სამზარეულოში გავედი.ვნატრობ, სამზარეულო საერთოდ არ გამხსენებოდა.მეგონა თვალებიდან სისხლი წამოვიდოდა,როცა ვიღაც ორი თითქმის ერთმანეთში არეული დავინახე. აქედან ერთ-ერთი მარიამი იყო.....მეორე ტიპი ვერ გავარჩიე,მაგრამ გადავრჩი რომ ყურადღება არც მომაქციეს.
ხმაურიან ოთახში დავბრუნდი და წყალს არაყი ვარჩიე.ალბათ ვინმე იფიქრებდა რა ლოთიაო,როცა დამინახავდა ზედიზედ რამდენი ჭიქა გადავკარი,რათა წყურვილი და სირცხვილი ჩამეკლა. ცოტახანში ლოყები ამიხურდა და კარგ ხასიათზე დავდექი.შევუერთდი მოცეკვავეებს და ენერგიულად ხტუნვა დავიწყე.ყველასთან ვცეკვავდი,ხმამაღლა ვიცინოდი და ენერგიას ვხარჯავდი.ბოლოს და ბოლოს როცა დავიღალე დივანზე დავენარცხე.თვალებს არ ვაძლევდი უფლებას დახუჭულიყვნენ.
-გეტყობა კარგად ერთობი.
ლოყაზე მომადო მაღალმა ხელი და მალევე გასწია,ძალიან ვეცხელე.
-დიახ,ძალიან ვერთობი და შენც იგივეს გირჩევ!
თავს აქეთ-იქეთ ვაქნევდი და ფეხებს ვაბაკუნებდი.
-ამდენის დალევა შენთვის ზედმეტია,როგორც ჩანს.
-შენ ვინ გეკითხება? შენი სახელიც არ ვიცი!
წუწუნთან ერთად ბალიში მივაყუდე მის ფეხს და მივწექი.
-მე კი ვიცი შენი სახელი. ნანააააა!
ზემოდან ჩამომხედა,ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.

უნებურად მისი სახე ხელებში მოვიქციე.რა საკვირველია,სახეზე გაოცება დაეტყო.
-რატომ დამიმახსოვრე?მხოლოდ რამდენიმე წუთით ვიყავით ერთ გაჩერებაზე.
- და შენ რატომ არ დაგავიწყდი?
ჩავფიქრდი,მაგრამ ისედაც ვიცოდი რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მქონდა.
ხელები მოვაცილე მის სახეს და ცოტახანს თვალები დავხუჭე,მაგრამ ვინ გაცდის.სადღაც,ჩემ ქვემოთ ტელეფონის ვიბრაცია გაისმა.წამოვფრინდი და ძებნა დავუწყე.

■His prettiest problem■Where stories live. Discover now