III თავი🎸

177 12 1
                                    

მუსიკალური დარბაზის კარის წინ ვიდექი და ვფიქრობდი დღევანდელ გიტარის გაკვეთილს დავსწრებოდი თუ არა. ისედაც დღეს დაძაბული დღე მქონდა. გადავწყვიტე უკან გავბრუნებულიყავი.

-ნანა,რა ადრე მოსულხარ!
დერეფანში მომავალი მასწავლებელი სწრაფად ადგამდა ნაბიჯებს და გასაღებს ხელში ათამაშებდა.
-გამარჯობა, ზურა მას.
წყნარად მივესალმე და უკან გამოვიწიე,რათა მისთვის კარის გაღების საშუალება მიმეცა.
-რაღაც დღეს მოწყენილი ხარ,ყველაფერი კარგადაა?
გამიღიმა და სკამი გამომიწია დაჯექიო.
-კი,უბრალოდ სკოლა დამღლელია.
-მეც არ მიყვარდა სკოლა,მითუმეტეს ჩემთვის ტანჯვა იყო, განსაკუთრებით კი მათემატიკის მასწავლებელი.
ამის თქმაზე წარბები შეკრა და დაეტყო,რომ ნამდვილად უსიამოვნებები ჰქონდა სკოლაში.

მის გამომეტყველებაზე გამეცინა და გიტარა ამოვიღე ჩანთიდან.
-გინდა მაგარი რაღაც გაგიმხილო?ოღონდ არავის უთხრა ჯერ.
წაიჩურჩულასავით და კარისკენ გაიხედა ვინმე ხომ არ მოდისო.
-გისმენთ.
-ახალი წლის საღამოს კონცერტს გავმართავთ ქალაქის ცენტრში,მაგრამ აქედან რამდენიმე იქნება არჩეული ვინც დაუკრავს. ხომ მაგარია?!
როგორც ჩანს ისეთი აღფრთოვანებული იყო ამ ამბით,რომ ვინმესთვის უნდა გაემხილა.
ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა,მაგრამ არამგონია იმ "რამდენიმე" მონაწილეში ვითვლებოდე.
-შესანისნავია,იმედია კარგი საღამო გამოვა.
-ვინც მონაწილე არ იქნება შეეძლება დაესწროს ამ კონცერტს,არ მინდა ვინმეს გული დასწყდეს.

ამასობაში ბავშვებიც შემოცვივდნენ და ახმაურდნენ.აქედან პირადად ნახევარსაც არ ვიცნობ, რა საჭიროა ყველასთან დაახლოვება და მეგობრობა. ამის თქმის გამო ნუ იფიქრებთ,რომ ხალხი მეზიზღება ან ინტროვერტი ვარ.არა, არ ვარ უბრალოდ ხალხთან კონტაქტი იმდენად კარგად არ გამომდის და ბევრი უხერხული მომენტით ვამახსოვრებ თავს ყველას,ძილის წინ კი თითოეული "კადრი" საშინელი გასახსენებელია და საკუთარ თავსაც ვლანძღავ.ხო აი ეს არის ნანა და ამ ყველაფრით საერთოდ არ ამაყობს იგი.

-აი ყველა მოვიდეს და მალევე დავიწყებთ გაკვეთილს.
ხმამაღლა განაცხადა მასწავლებელმა და სკამზე მოკალათდა.ლოდინის გამო უკვე დაღლა ეტყობოდა სახეზე,მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა მხიარულება ჩაეკლა ოთახში.

-ვინ ჯანდაბა აგვიანებს ასე ძალიან,მის მაგივრად მე მცხვენია.

გადავუჩურჩულე ჩემ კლასელ მარიამს და გაბრაზებულმა ხელები გადავაჯვარედინე.
-ნუ წუწუნებ,გოგონი! შენ შეგრცხვებოდა,სამაგიეროდ ის ვიღაც არის უსირცხვილო.

მუქი ფერის თმა გადაიწია სახიდან და ჩაიცინა.

-დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის!

დარბაზის კარი გაიღო და შემოვიდა ვინ, თუ არა თორნიკე.

ჯანდაბა უმაგრესი გაკვეთილები მელის წინ. იმედგაცრუებულმა ავიღე საკრავი ხელში და შვებით ამოვისუნთქე,როცა დავინახე რომ ჩემ გვერდით ორივე ადგილი დაკავებული იყო.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
და აი ისევ გამოვჩნდი ახალი თავით!!!!
გილოცავთ ყველა დღესასწაულს💓💓
ვიცი,რომ პირველი თავები მოსაწყენია,მაგრამ ვეცდები უფრო და უფრო საინტერესო გავხადო. რას ფიქრობთ,ღირს გასაგრძელებლად?

■His prettiest problem■Where stories live. Discover now