Wait... Mint?

1.2K 101 72
                                    

მზიანი ამინდია გარეთ, მაგრამ რატომღაც იუნგისთვის - არა. ღრუბელი დასტრიალებს თავზე და ვეღარც ხვდება უკვე, რაზე იფიქროს. თეჰიონი კი, სამწუხაროდ, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

- არ ფიქრობ, რომ ცოტათი საშიშია?- ესმის თეჰიონის ხმა და ისიც ადგილზე შეშდება,- ანუ... ხო, ცოტათი, სულ ცოტა.

შეჭმუხნული სახით ეუბნება და მინიც ცდილობს გაარკვიოს რას გულისხმობს.

- აბა ამიხსენი ნორმალურად,- წარბაწეული მიიწევს წინ.

- ანუ... ჰოსოკი... ხომ ხვდები არა..

- მითხარი, რომ გეცოდება და უმტკივნეულოდ შემოგარტყამ,- ყალბად უღიმის და გვერდით უჯდება.

- და თუ არ გეტყვი?- ინტერესით აჩერდება და ომეგაც ფიქრს იწყებს იმაზე, თუ როდის გასულელდა თეჰიონი ასე ძალიან.

- კედელს აგაფხეკინებ მაგ ლამაზი სახით,- თითებს ნაზად უსვამს და ხვდება როგორ აჟრიალებს.

- კარგი, არ გვინდა. იცი, უნდა წავიდე, ჯონგუკი მელოდება,- ფეხზე ხტება და დივანზე მიგდებულ მოსაცმელს იღებს,- დამირეკე რამეს თუ მოიფიქრებ.

- აუცილებლად,- გასვლამდე თვალს უკრავს და ისიც მალევე უჩინარდება. ჯანდაბა, ჰოსოკი. ისევ ეს იდიოტი.

იუნგი ტელეფონს იღებს და მის ნომერს ეძებს, ზარი გადის, მაგრამ რატომღაც არ პასუხობს.

- იცოდე თუ ძალით აკეთებ ამას და არ მპასუხობს, სადაც გნახავ იქვე გაგატყავებ, გესმის შე...

- რომ არ ამეღო კიდევ დიდხანს გააგრძელებდი ჩემ ლანძღვას?- ბუზღუნებს ალფა მეორე ხაზიდან.

- რომ გირეკავ იმას იშნავს, რომ უნდა აიღო ხოლმე,- იღრინება გაბრაზებული.

- იუნგი, დავშორდით. ეს იმას მიშნავს, რომ აღარ უნდა დამირეკო,- წიკვინებს ალფა.

- მე არ დაგშორებივარ, თავად დამშორდი. გამოდის რომ შენ არ უნდა დამირეკო, ეგ ჩემზე არ მოქმედებს,- ფრუტუნებს ომეგა და ფრჩხილებს აწვალებს.

We F*cked UpWhere stories live. Discover now