He's Like Art, Terrible Art But Still Art

669 71 40
                                    

იუნგი დილიდან ჯიმინის სახლშია. დილით კარზე მიუკაკუნა, დაპატიჟების გარეშე შევიდა შიგნით და განაცხადა, ჩემი საყვარელი ბიძაშვილი მომენატრა და უნდა მენახაო. ნამჯუნი კი ზის მისაღებში და თავის პატარა რვეულში რაღაც ჩანახატს აკეთებს.

- მასთან საუბარს თუ არ აპირებ, რისთვის მოხვედი?- უკმაყოფილოდ ეკითხება ჯიმინი  ბარიდან მომზირალ იუნგის.- ასე შორიდან უნდა უყურო?

- მართალია, მივალ,- ნელა უახლოვდება ზურგიდან. ცერებზე იწევა, რომ ნამუშევარი დაინახოს,- ნამჯუნ.

- გისმენ, იუნგი,- ოხრავს ალფა,- რას დაძრწიხარ სახლში?

- არაფერი, უბრალოდ, არ მინდა ხელი შეგიშალო,- ხელს ჰაერში აფრიალებს იუნგი.

- მოგწონს?- ცოტათი შორს იწევა და ბლოკნოტს უჩვენებს.

- ბიძაშვილო, იცი, ძალიან კარგად ხატავ, მაგრამ მაგარი მახინჯი ნახატია,- სახეს მანჭავს და მხარზე ხელს უტყაპუნებს ყბაჩამოვარდნილ ალფას,- არაუშავს, განაგრძე, ყველაფერი გამოგივა.

ხელს ჰაერში წევს გამხნევების ნიშნად და კვლავ ჯიმინთან ბრუნდება.

- საოცარი ადამიანი ხარ,- ყალბი ღიმილით ამბობს ჯიმინი,- კიდევ უფრო საოცარი კომპლიმენტების თქმაში.

- რაა, რა დავაშავე?- წარბებს კრავს მინი.

- მთელი ორი კვირაა მაგას ხატავს,- ამჯერად ის აჩერდება პაკს გაოგნებული, ცოტათი ნანობს ნათქვამს, მაგრამ სიმართლე ვიღაცას უნდა ეთქვა.

- ნუ, იცი, მე...ერთი წუთი,- საუბარს ტელეფონის ხმა აწყვეტინებს. ჯიბიდან იღებს და პირდაპირ პასუხობს,- ვინ ხარ?

- მაგარი პასუხია,- ბუზღუნებს ჰოსოკი,- სად ხარ?

- სადღაც, რა გინდა?

- წამოდი მაგ სადღაციდან, შენს სახლში ვარ, სადღაც უნდა წაგიყვანო.

- ხო, კარგი, მოვალ მალე,- ტელეფონს თიშავს და ჯიმინს უბრუნდება,- შენმა იდიოტმა მეგობარმა დარეკა, სადღაც უნდა წაგიყვანოო.

We F*cked UpWhere stories live. Discover now