Just Shut Up Hoseok

561 89 33
                                    

გამთენიისას, დაახლოებით შვიდ საათზე, ჰოსოკის ბალიშის ქვეშ ტელეფონი ბზუის. ალფა უკმაყოფილოდ აცურებს ხელს, თიშავს და იატაკზე აგდებს.

- იუნგი,- ბოხი ხმით ამოთქვამს და საბანში ჩაფუთნულს ზემოდან დაჰყურებს.- გაიღვიძე.

- იუნგი,- ისევ იმეორებს და საბანში ძვრება თავად,- გაიღვიძე.

- დილის შვიდი საათია, მთლად გამოსირდი?- იღრინება ხრინწიანი ხმით და გვერდს იცვლის.

- ყოფილის საწოლში და მკლავებში რომ ნებივრობ, ვითომ ეგ კარგი საქციელია?- ბუზღუნებს და მოშიშვლებულ ზურგზე თითებს უსვამს.

- თითქოს თავად არ ოხრავდი წუხელ სიამოვნებისგან,- ატრიალებს თვალებს იუნგი. წამით ჩუმდება, შემდეგ მოულოდნელად ბრუნავს ალფისკენ და სხეულზე მთლიანად ეხვევა.

- კიდევ მილიონჯერ რომ დამშორდე, მე შენ მიყვარხარ და გაფრთხილებ, რომ ჩემ გარდა სხვა არავინ იქნება შენ გვერდით,- მგზნებარე ხმით ჩურჩულებს და იქვე, ყურთან, პატარა კოცნას უტოვებს.- ახლა შეგიძლია აწიო უკანალი და შენ საქმეს მიხედო. მე გამოვიძინებ და შემდეგ წავალ.

- ჯანდაბა,- ოხრავს ალფა და ფეხზე დგება. აბაზანაში მთლიანად შიშველი შედის, გუშინ არაფერი განსაკუთრებული მომხდარა, არც არაფერი ახსოვს სხვა, გარდა მის კალთაში, მის პენისზე მოძრავი მთლიანად შიშველი იუნგი. ყურებშიც მხოლოდ მისი კვნესა და საკუთარი ოხვრა ჩაესმოდა.

- სამსახურში მივდივარ,- იბარებს იუნგის გასაგონად და მისაღებში გადის.

- რაში მაინტერესებს სად მიდიხარ?- ატრიალებს თვალებს და საბანთან ერთად დგება ფეხზე. აბაზანაში შედის და ჰოსოკის ნივთებს იყენებს. მისი შამპუნის სუნი ზედმეტად სიამოვნებს. ლამის მთელი ბოთლი დაიცალოს თავზე. ჰოსოკის სპორტულებში ეწყობა, რომელიც ორი ზომით დიდი აქვს. მხოლოდ საუზმობის შემდეგ ტოვებს ბინას სუფთას და დალაგებულს. გასავათებული შინ მიდის, კარებთან შეკრული წარბებით მდგარი თეჰიონი ხვდება. ომეგა მანამ ებუზღუნება, სანამ იუნგი კარებს გააღებდეს.

We F*cked UpWhere stories live. Discover now