Error - Fucks Not Found

547 83 34
                                    

დაღონებული ამავედროს იმედგაცრუებული ზის მაგიდასთან და ჩანგლით დარჩენილ საკვებს აწვალებს. როგორც მოსალოდნელი იყო, იუნგის გამოჩენის შემდეგ, ომეგა წავიდა და დარჩნენ მხოლოდ ის და ჰოსოკი.

- ნუ რა იყო ეს?- კითხულობს გაბრაზებული და ჩანგალს გვერდით აგდებს.

- შენთვის ომეგებთან სეირნობის უფლება არ მომიცია,- დანას მაგრად უჭერს ხელს და აწითლებული თვალებით უყურებს ქვემოდან,- საერთოდ როგორ გაიფიქრე, რომ ჩემგან მალულად შეძლებდი პაემნებზე სირბილს?

- როგორც ჩანს გავიფიქრე და აშკარად ჯიმინმა ჩამიშვა, არა?- წარბს ქაჩავს და პირს კუმავს. შიგნიდან აჭერს კბილებს ენას, რომ რამე არ წამოროშოს.

- რა მნიშვნელობა აქვს ჯიმინმა ჩაგიშვა თუ ჯიპიესით გიპოვე, შენ ომეგებში დაძვრები მაშინ, როცა ჩემთან წევხარ,- წიკვინებს და სტუმრების გაოგნებულ სახესაც იმსახურებს.- რას მიყურებთ, ჩემი შეყვარებული დაძვრება ომეგებში. რა არის აქ გასაკვირი, თქვენ ნაკლები რეაქცია გექნებოდათ?

იღრინება იუნგი და მუშტს მაგიდაზე არტყამს.

- ყოფილი შეყვარებული! წამოეთრიე,- ხელს უხეშად ავლებს მაჯაში და საპირფარეშოში მიათრევს. ნიჟარას ახეთქებს და ხელებს მის გარშემო აწყობს,- აბა ამიხსენი ერთი, რის მიღწევას ცდილობ?

- არაფრის, საიდან მოიტანე, რომ რამის...

- გაჩუმდი, გეფიცები, ჭკუიდან გადამიყვან,- ხელს ტუჩებზე აფარებს და სიტყვას აწყვეტინებს.

- წეღან ამიხსენიო, ახლა მაჩუმებ,- იბუტება იუნგი. ჰოსოკი წელზე ხელებს ავლებს და ნიჟარაზე სვამს, ახლა პირდაპირ სახეში უყურებს.

- გაფრთხილებ, უკანასკნელად გაფრთხილებ,- ჰაერს ღრმად ისუნთქავს ალფა,- კიდევ თუ იზამ მსგავს რამეს, მოგკლავ. ჩვენ დავშორდით.

- შემახსენე აბა, რატომ დამშორდი?- წარბს წევს იუნგი და საყელოში ექაჩება,- უსიყვარულო ურთიერთობა? არა. ღალატი? არა. ნეტავ იმიტომ ხომ არა, რომ კრეტინი ხარ და ვერ ხვდები, ისევ გიყვარვარ თუ არა?

We F*cked UpWhere stories live. Discover now