Still Messy

446 70 15
                                    

ჰოსოკი შეკრული წარბებით ზის ოთახში სკამზე, მაგიდაზე ერთი ჭიქა წყალი უდევს, მაგრამ პირს არ აკარებს. რაც მოიყვანეს იმის შემდეგ, ალბათ ორი ან სამი საათი გავიდა, მას კი მაინც არავინ აკითხავს. ნერვები აღარ ჰყოფნის, რამდენჯერმე ლამის ხარივით დაეტაკა, მაგრამ მუხისგან დამზადებულ, მძიმე კარებს ვერაფერი ავნო.

- იუნგი,- ისევ გიჟივით წამოვარდა და კარებს ეტაკა, ფანჯრებთან ჭიდილს აზრი არ აქვს, რადგან გისოსებს ვერაფერს უხერხებს.- გამიღე კარები ან გამოდი შენთვითონ! იცი მაინც რას აკეთებ? სულ მთლად გააფრინე?

ღრიალს არ წყვეტს, მისაღებში მჯდარ იუნგის კი ყურებში ყურსასმენები გაეკეთებინა და მშვიდად უსმენს წყნარ მუსიკს. საერთოდ არ აწუხებს ჰოსოკის ღრიალი მეორე სართულზე.

- ჯანდაბა, ამის დედაც,- სკამს იქნევს და კარებს ალეწავს, მაგრამ მხოლოდ ნაკაწრებს უჩენს, ასე ვერაფერს გახდება, იცის, მაგრამ მოსვენება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარა ღიაა, თითქოს მაინც უჰაერობას გრძნობს.- გააღე უკვე!

კარებთან მიხოხავს და ხელს ნელა უბაკუნებს. დაიღალა, მაგრამ მოძრაობას მაინც არ წყვეტს.

- ჯანდაბა, მანიაკი,- ლუღლუღებს და ჰაერს ღრმად ისუნთქავს. იმწამს ესმის ჩხაკუნის ხმა და შიგნით იუნგი ჩნდება. ჰოსოკი წამით დუმს, შემდეგ ფეხზე ვარდება და უკვე სიტუაცია გააზრებულ და გაქცეულ ომეგას მისდევს.- გაჩერდი, გაფრთხილებ, ადგილზე გაშეშდი.

- რომ ზეცაში გამიშვა? იყოს არ მინდა,- მაგიდის გარშემო კატა და თაგვივით დარბიან მანამ, სანამ ჰოსოკი არ იღლება და იატაკზე არ ჯდება.- დამშვიდდი? თუ კიდევ გჭირდება დრო?

- ენა გააჩუმე,- იღრინება გაბრაზებული,- საერთოდ საკუთრ თავს რამდენის უფლებას აძლევ?

- ბოლოა,- ჰოსოკს ეცინება, მაგრამ ღიმილი სახეზევე ახმება, როდესაც ომეგის სახეს ხედავს,

- რა თქვი?

- ბოლოა,- იმეორებს კვლავ და ხელებს ეყრდნობა,- აქ სასაუბროდ მოგიყვანე.

We F*cked UpWhere stories live. Discover now