No One Knows

445 72 40
                                    

იუნგი დასჯილი ბავშვივით ზის მაგიდაზე, ჰოსოკი კი სულს ძლივს ითქვამს, შემდეგ სწორდება და აწითლებული სახით ამოჰყურებს ქვემოდან.

- რამდენჯერ უნდა გამიკეთო ეს?- ოხრავს ალფა.

- ძალით არ მინდოდა,- ბუტბუტებს იუნგი და იბუზება.

- ალბათ ცოტახანში მომკლავ და მეტყვი, რომ შემთხვევით მოგივიდა,- წუწუნებს ჰოსოკი.- დამშვიდდი და შემდეგ მოგიახლოვდები.

- მშვიდად ვარ ისედაც!- ცხარდება იუნგი.

- აქედან შემიძლია წასვლა?- საცოდავი სახით კითხულობს და იუნგიც თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.- ძალიან კარგი.

მაშინვე გასასვლელისკენ გარბის ჰოსოკი.

- მაგრამ საბოლოო პასუხს დაველოდები შენგან,- აწევს კარებთან მისულს სიტყვებს, ჰოსოკი კი წამიერად გაშეშებული დგას, შემდეგ კი უხმოდ ტოვებს იქაურობას. იუნგი დუმს, წუხს, გული ეკუმშება, მაგრამ მაინც პირობა აქვს დადებული, რომ თუ ჰოსოკი ასე მოისურვებს, მაშინ სამუდამოდ შეეშვება.

* * *

- მართლა ეგრე გითხრა?- გაკვირვებული კითხულობს ჯიმინი,- დარწმუნებული ხარ? სწორად მოისმინე?

- კი, ჯიმინ, ცხრაჯერ ვთქვა?- ბუზღუნებს ჰოსოკი და თმებში ხელს იცურებს.

- ვახ, გაგიჟებულა იუნგი,- ამოთქვამს გაოგნებული და ჭიქა ყავას სვამს, რომელიც თავად მოადუღა მოსვლისთანავე.- და რას აპირებ? იმედია უარს არ ეუბნები.

- იცი, ფიქრი მჭირდება ამაზე.

- ნუ გამაგიჟე,- ენთება წამებში, ჰოსოკს სასმელი სცდება და ხველებას იწყებს,- რაზე უნდა იფიქრო?

- ნუ მე...

- შენ ჩემი ფეხები! რატომ გინდა, რომ სულ ჭკუიდან გადამიყვანო?- წუწუნებს ომეგა,- იცოდე, ჩვენ ქორწილში საპატიო სტუმარი კი არა, მანქანების დამპარკინგებელი იქნები.

- ვაუ, საოცარი პასუხისმგებლობაა ჩემთვის,- ხელებს ჰაერში წევს სუსტი ღიმილით ალფა.

We F*cked UpWhere stories live. Discover now