New Year Kiss

450 74 13
                                    

იუნგი დაღვრემილი ზის მაგიდასთან, თავი ხელზე ჩამოუდია და მეორეს ზედ აკაკუნებს. უკვე მესამე დღე დაიწყო და ჰოსოკი ისევ არ ჩანს. ხანდახან მინს ჰგონია, რომ ალფა გაიქცა, ქვეყნიდან კი არა, საერთოდ დედამიწიდან.

- იუნგი, გამოფხიზლდი,- თავს აწევინებს მაღლა თეჰიონი. ორი დღეა მასთან ამოდის და ომეგა თითქოს მკვდარი დევს ერთ ადგილას. აღარ იცის უკვე რა გააკეთოს.- კარგად ხარ? გინდა ჰოსოკს დავურეკავ. არა, უკეთესი ყურით მოვათრევ.

- შეეშვი.

- მაგრამ იუნგი!- წიკვინებს თეჰიონი,- სამი დღის წინ ცაზე დაფრინავდი ბედნიერებისგან და ახლა სახე ჩამოგტირის!

- კარგად ვარ, თეჰიონ.

- ჰოსოკის გარეშე არ ხარ კარგად. უფალო, ისიც რა მაგარი სირია, ტვინის მაგივრად ფაფა უდევს თავში,- ღრიალებს გაცოფებული. ალფის ლანძღვას თავს ანებებს, როდესაც ტელეფონი ურეკავს, მისაღებში გადის, რომ ნორმალურად შეძლოს საუბარი,- გისმენ, საყვარელო.

ხმას ისე ირბილებს, თითქოს წუთების წინ თავად არ ყოფილიყო აწყვეტილი ცხოველი.

- ყველაფერი რიგზეა, იუნგისთან ვარ.

- როგორაა?

- არც ისე კარგად,- იღრინება, როდესაც მეგობრის მდგომარეობა ახსენდება,- იდიოტი ჰოსოკი, შემოვარტყამ ერთს.

- ჰოსოკი დილით სახლიდან გავიდა და ვერ ვპოულობ, ვურეკავ და არ მპასუხობს, არ ვიცი სადაა,- უკმაყოფილოდ ამოთქვამს ჯონგუკი.

- შემატყობინე თუ გამოჩნდება,- უღიმღამოდ პასუხობს,- ანდაც დამელოდე, მოვალ.

და თეჰიონი ტელეფონს თიშავს.

- სადმე მიდიხარ?- კითხულობს იუნგი მთქნარებით.

- ჯონგუკთან.

- მადლობა ღმერთს სახლის გზას მიაგენი,- ფრუტუნებს და მისაღებში დივანზე იკავებს ადგილს. თეჰიონი უპსუხოდ ტოვებს, თავქუდ მოგლეჯილი გარბის და სახლში ისევ სიჩუმე ისადგურებს.

We F*cked UpWhere stories live. Discover now