Are you Fucking Kidding Me?

450 67 13
                                    

ჯონგუკი ქვევიდან უყურებს გაბრაზებულ ჰოსოკს. ფრჩხილებს აწვალებს, იცის, სადაცაა ალფა აფეთქდება. მაინც, მშვიდად ზის სკამზე და ელოდება, როდის გაჩერდება ჰოსოკი, რომ ნორმალური პასუხი დაუბრუნოს.

- კარგი, ჰოსოკ, მოდი იქნებ ჯერ დავმშვიდდეთ?- ყალბ ღიმილს ჩუქნის მეგობარს.

- რანაირად დავმშვიდდე, ჯონგუკ? ახალი პორშე მე დამილეწეს! შენ კი არა,- ლამის კივილით ამოთქვამს ალფა და სახეზე ხელს ისვამს. გული ისე სწრაფად უცემს, ახლა იუნგის სახეს მაინც რომ მოჰკრას თვალი, ალბათ იქვე დაახრჩობს.

- კარგი, მოდი, იქნებ რამენაირად შევაკეთოთ?- ოხრავს ჯონგუკი და მანქანას ხელახლა ათვალიერებს.

- რანაირად? არა, ძალიან მაინტერესებს ამას რა უნდა ვუყო? შეხედე, ჯონგუკ, სულ რაღაც სამი კვირის წინ ვიყიდე ჩემი ოცნების მანქანა, რა გიქნეს, პატარავ,- ლამის ცრემლები გადმოყაროს, მანქანის წინა ნაწილზე წვება ზემოდან და ეხუტება.

- ასე თუ განიცდიდი, რას ვიფიქრებდი,- ლუღლუღებს ალფა და ჯიბიდან ტელეფონს იღებს, სადღაც რეკავს, იმედი აქ მართლაც შეაკეთებენ მანქანას,- დამშვიდდი, კარგი? მეგობარს დავურეკე და თქვა რომ ორ დღეში ახალივით იქნება შენი პორშე.

ბუზღუნებს ჯონგუკი და გაჭირვებით აცილებს ალფას მანქანას.

- სახლში ავიდეთ ახლა, ნუღა მისტირი,- ოხრავს და კიბეებზე მიათრევს.

იმ ღამეს ჯონგუკი მასთან არ დარჩენილა, დაახლოებით თორმეტისთვის შინ ბრუნდება, მანამდე კი იმ თემებზე საუბარს ასწრებს, რომელიც ძალიან აინტერესებდა. ჰოსოკი თითქმის ყველაფერზე თანხმდება. ახლა მხოლოდ თავისი მანქანის ბედი აღელვებს. იმ საღამოს ანერვიულებულს მალევე ჩაეძინა, მაგრამ სიზმარში მხოლოდ იმას ხედავს, რას უკეთებს იუნგის სამაგიეროს გადახდის მიზნით.

დილით, დაახლოებით თერთმეტ საათზე ეღვიძება, უფროსწორედ კარის ხმა აღვიძებს. დაფეთებული წამოვარდა, ხელში ლამფას იღებს, რატომღაც ფიქრობს რომ კარს უკან იუნგი დგას. მალევე უახლოვდება შემოსასვლელს და ჭუჭრუტანაში იხედება. უკვირს, როდესაც ომეგის ნაცვლად, სახელურზე ჩამოკიდებულ ჯიმინს ხედავს.

We F*cked UpWhere stories live. Discover now