Damn... Just I'm In Hell Named Yoongi

526 77 8
                                    

იუნგი კმაყოფილი ღიმილით ზის საყვარელ სავარძელში, თითებს ტელეფონზე აკაკუნებს. ერთი სული აქვს წითელი როდის აინთება და როდის სთხოვენ დახმარებას. თეჰიონი გასუსული ზის, ტკბილეულს უჭამს მეგობარს და ფეხებზე ჰკიდია ასეთი იდიოტური სახის მიზეზი.

- ჯერ კიდევ არ რეკავენ,- ოხრავს მინი და ნიკაპს ხელზე აყრდნობს.- ვითომ არ გაუღვიძია?

- რაზე საუბრობ საერთოდ?- გატენილი პირით ძლივს აბამს სიტყვებს ერთმანეთს.

- შენ ჭამე, არავის არაფერი უკითხავს,- მოკლედ უჭრის და კვლავ განაგრძობს ლოდინს. მხოლოდ მაშინ ხტება ადგილზე, როგორც კი ნაცნობი ზარი შემოდის,- გაიღვიძა, არა?

- არ გესმის თავად?- ისმის ომეგის ხმა მეორე ხაზიდან.

- ოთახის კარი დაკეტე. არავინ შეუშვა, ორ წუთში მანდ ვიქნები,- იუნგი ტელეფონის გათიშვას ვერ ასწრებს, ფეხზე ხტება და ლამის ფრენით გადის ოთახში.- უნდა წავიდე, მალე დავბრუნდები. გასაღები შეგიძლია წაიღო, კოდით გავაღებ კარს.

- აი დარდი თუ არც გააღებ რა,- ფრუტუნებს თეჰიონი და ტკბილი შოკოლადის ბურთულების ჭამას განაგრძობს.

- მოვდივარ, ჰოსოკი, ჯერ მხოლოდ დამელოდე,- მანქანას ძრავს და დათქმულ მისამართზე მალევე ჩნდება. წითლად განათებულ დერეფანს ღიმილით გადის, ნაცნობ ომეგას ესალმება მიმღებში,- ისევ იმ სართულზეა?

- ხელი არ მიხლია,- იუნგი თვალს უკრავს, შემდეგ კი მეორე სართულზე ადის.

- წყეულო ომეგავ, თოკზე ჩამოგკიდებ ქალაქის შესასვლელში,- ისმის ჰოსოკის ღრიალი დახურულ კარს მიღმა, იუნგი მშვიდად შედის, საწოლზე ბორკილებით მიბმულ, ნახევრად შიშველ ჰოსოკს ათვალიერებს, დაენანა საბოლოოდ გაშიშვლებისთვის.- ილოცე ხელები რომ ვერ გავიხსნა, ვერ გადამირჩები, მინ იუნგი.

ბორკილებს უხეშად აწვალებს და თავის დახსნას ცდილობს.

- ცოტათი დამშვიდდი, ძვირფასო,- ოხრავს და საწოლზე მიხოხავს. მის მუხლებზე იკავებს ადგილს და ნერწყვმომდგარი ათვალიერებს დაკუნთულ სხეულს.- ნეტა ამდენი კუნთის სხეულზე დამატების ნაცვლად, ტვინში ნაოჭები დაგემატებინა.

We F*cked UpWhere stories live. Discover now