I'm Trying To Be Serious I Swear

458 71 14
                                    

თვალებს მძიმედ ახელს, თითქოს ზედ ლოდები დააწყვესო. დამძიმებული იწევა და სახეზე ხელს ისვამს, გარემო თავიდან არ ეცნობა, მაგრამ ნელ - ნელა იხსენებს გუშინდელ ამბებს, ასე რომ, მშვიდდება.

- ოჰ, გაგიღვიძია. მეგონა თვალს არასდროს გაახელდი,- ტუჩებს კუმავს სოკჯინი.

- რატომ ჩამეძინა ასე?- კეფას იქექავს, შემდეგ შუბლს იზელს, რადგან თავი ძალიან სტკივა.

- არვიცი რატომ გამოცალე გუშინ მთელი ბოთლი, მაგრამ ძმაო, ლოთი ხარ,- ასკვნის ის და სათვალეს ისწორებს,- არ გინდა წახვიდე და დაიბანო? ყარხარ.

- სახლში უნდა წავიდე,- ოხრავს ბოხი ხმით და ფეხზე გაჭირვებით დგება.- მომენატრე, კი დავრჩებოდი დიდხანს, მაგრამ საქმე მაქვს, შემოგივლი კიდევ.

- ოღონდ პრობლემები ეზოს გარეთ დატოვე. არ ვარ ის ადამიანი, მხარს რომ გამოგიშვერს თავის ჩამოსადებად, ტკბილად რომ იტირო,- ბუზღუნებს ალფა და ფეხზე დგება,- ჩემს ძვირიან ზედას, შენი ბინძური ცრემლებით ვერ დავსვრი.

წუწუნებს და კარისკენ მიდის.

- გმადლობ, რა თავაზიანი ხარ,- ლუღლუღებს და გაჭირვებით მიიწევს წინ.

- კარგად ხარ?- წამით ლბება და მხარზე ხელს ადებს ძმას,- მისმინე, შემიძლია წაგიყვანო ან ტაქსი გამოგიძახო. სახეზე ფერი არ გადევს.

- არაფერია, კარგად ვარ,- ხელს აშვებინებს, მაგრამ გასვლამდე ძლიერად ეკვრის სხეულზე,- მომენატრე, ახლა კი წავალ.

და კარებს იჯახუნებს. სოკჯინი ერთხანს გაშეშებული დგას ადგილზე, მერე ჰაერში იქნევს ხელს და ისევ მისაღებში ბრუნდება.

იუნგი გაჭირვებით ჯდება მანქანაში, სახლში როგორ მიდის არ ახსოვს. მაშინვე ცხელი წყლის ქვეშ დგება, სადაცაა ადგილზე წაიქცეს სიამოვნებისგან, მთლიანად გათანგულს წამალივით მოედო მთელ სხეულზე.

უკან გამოსული ოთახში შედის ხალათის ამარა, საწოლზე ჯდება და ტელეფონში რაღაცის თვალიერებას იწყებს. უკვირს არცერთი ზარი თეჰიონისგან.

We F*cked UpWhere stories live. Discover now