Part 12. მოულოდნელი კოცნა

123 8 39
                                    



ეს ადამიანი იყო დრაკო მალფოი

-დრაკო?_გაოცებისგან ვიყვირე

-გამარჯობა გრეინჯერ_ჩაეცინა დრაკოს

-აქ რას აკეთებ?

-შენს სანახავად მოვედი_ისევ საფირმო ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

-როდის მერე ინტერესდება ჩემი ბატონი, რომელთანაც მუშაობა ჯერ არც კი დამიწყია ჩემი მდგომარეობით?

-მე რომ არა ახლა ამასთან ერთად, ტვინის შერყევაც გექნებოდა.

-რას გულისხმობ

-ნეტა ვინ დაგიჭირა გრეინჯერ მაშინ, როცა ძირს ეცემოდი ძალაგამოცლილი_ისევ ის ღიმილი.

-საერთოდ რა იცოდი, რომ ამ საავადმყოფოში ვიყავი?

-დაგავიწყდა ხომ ვინ დგას შენს წინ_წარბები აათამაშა დრაკომ. ღმერთო როგორ ვერ ვიტან.

-უი ხო, ეგ როგორ დამავიწყდა. შენ ხომ ყველაფრისმცოდნე ღმერთი ხარ ამ ქალაქისთვის.

-რათქმაუნდა_სახე გაებადრა დრაკოს.

-მართლა რას აკეთებ აქ?_ამჯერად სერიოზულად ვკითხე მას

-მართლა მოსაკითხად მოვედი_გაიმეორა ისევ იგივე.

-დრაკო_წარბაწევით შევხედე მას

-ჰერმიონ_ღიმილით გაიმეორა ჩემი სახელი.

ამ დროს პალატაში ჯინი შემოვიდა და გაშტერებული მოგვაჩერდა.

-დრაკო მალფოი?_გაოცებისგან ჯინი ადგილზე გაქვავდა

-ჯინი უისლი?

-აქ რა აკეთებ?

-შენი დაქალის სანახავად მოვედი

-რა საჭირო იყო ასეთი შეწუხება?

-მაინტერესებდა როგორ უვლიდნენ ჩემს ხელქვეითს.

-ჯინ ის უკვე წასვლას აპირებს_ვუთხარი ჯინის და ამჯერად დრაკოს გავხედე_ხომ ასეა მალფოი?

-არა, არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან ასე გსურს წავალ_თქვა და კარისკენ გაემართა.

A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)Where stories live. Discover now