როგორც იქნა დიდხნიანი მგზავრობის შემდეგ საბოლოო დანიშნულების ადგილას მივედით და გავჩერდით. ავტობუსი დაცარიელდა და ბოლო ჩამსვლელი მე ვიყავი და აი ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი ის მტვრიანი და განსხვავებული ჰაერი, რომელიც პირდაპირ ფილტვებში ჩავარდა. თვალი რომ გავახილე, ჩემს თვალწინ დიდი ქალაქი გადაიშალა, ქალაქი რომელიც იმაზე მეტს მპირდებიდა, ვიდრე წარმომედგინა. იქვე მდგომ ტაქსის მძროლს ვთხოვე ნივთები მანქანაში ჩაელაგებინა, მე კი უკანა სავარძელზე დავჯექი და დავიძარი ჩემი ძველი მეგობრის, ჯინის სანახავად რომელიც ამ ქალაქში საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობს. აი როგორც იქნა მივაღწიე მის სახლამდე, ტაქსის ფული გადავუხადე და სახლის კარებამდე ძვლივს მივათრიე ეს ჩემოდანი. როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ ჩემს ძველ მეგობარს ვნახავდი, რომელიც უზომოდ მენატრებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე. რათქმაუნდა კარი ჯინიმ გამიღო და დიდი სიხარულით შემეგება, ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი ხილვით. სახლში შევედით. ჯინიმ ყავა შემომთავაზა მაგრამ ვუთხარი რომ პიტნის ჩაი მინდოდა, მან კი უარი არ მითხრა, მეტიც არ უყვარდა პიტნის ჩაი მაგრამ ჩემთან ერთად მაინც სვამდა ხოლმე. როგორც იქნა მოამზადა ჩაი და მოიტანა. დავჯექით იატაკზე, დავიჭირეთ ფინჯანი ჩაი და ცოტა წავიჭორავეთ.მომნატრებია მეგობარი-აბაა, როგორ ხარ? როგორ მოგეწონა დიდი ქალაქი?_დაიწყო ლაპარაკი ჯინიმ
-ჩემს სოფელთან შედარებით საკმაოდ დიდია_ვთქვი სიცილით
-მომენატრე ჰერმიონ.._ამჯერად სერიოზულად შემომხედა ჯინიმ_მომენატრა შენთან დროსი გატარება, ჩაის დალევა, საყიდლებზე სიარული, ღამისთევა!
-მეც მომენატრე ჯინ_ვუთხარი და თბილად გავხედე_რაც მთავარია საკმაოდ დიდი ხანი ვიქნები აქ_გავუცინე და ჩაის ბოლო წვეთი გამოვცალე_კარგი ეხლა ჩემი ოთახი მაჩვენე, დავლაგდე უნდა
YOU ARE READING
A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)
Romanceჩემი ისტორია საკმაოდ დიდი და მოულოდნელობებით აღსავსეა.ჩემს ისტორიაში ბევრი კეთილი თუ ბოროტი ადამიანია. ჩემს ისტორიაში ბევრი დაძაბული და მტკივნეული მომენტია ბევრი სირთულეებით, რომლებსაც დასასრული არ უჩანს. მე კი ამ ყველაფერთან ბრძოლა მარტოს მომიწევს...