Part 14. მოულოდნელი აღიარება

113 10 16
                                    



როცა მოვსულიერდი კაბინეტის კარი შევაღე და მაშინვე დავინახე თუ როგორ გამწარებით მიყურებდა დრაკო მალფოი. შემეშინდა, დიახ შემეშინდა მისი ისეთი გაცეცხლებული იყო. ჩანთას ხელი ჩავჭიდე შიშისგან და ჩუმად ვიკითხე:

-რა მოხდა?

-დაჯექი!_მითხრა მტკიცედ და მის წინ მდგომი სავარძლისკენ მიმითითა, მეც დავჯექი. დრაკო საკმაოდ ბოროტული თვალებით მიყურებდა. შორიდან რომ დაგენახათ იფიქრებდით, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა.

-აღარ იტყვი რა მოხდა?_ბოლოს მეც გავმწარდი და დიალოგი თავად დავიწყე.

-არ უნდა გეთქვა რომ ლუკასს იცნობდი?

-რაა?!

-არ უნდა გეთქვა მეთქი?!_ამჯერად საკმაოდ ხმამაღლა წამოიყვირა, რაც მოულოდნელი იყო და შიშისგან შევხტი.

-რრამოხდა?_უკვე ტირილის პირას ვიყავი

-გრეინჯერ ნუ მეთამაშები! ვინ არის და რა საერთო გაქვს ლუკასთან?

-ის.. ის ჩემი მეგობარია_ამოვთქვი ძვლივს

-ამის დედაც!_ გამწარებულმა ხელი შუშის მაგიდას დაარტყა, რომელიც მაშინვე ნამსზვრევებად იქცა. ფეხზე წამოვარდა და კაბინეტში აქეთ-იქით სიარული დაიწყო, თან გაიძახოდა_ეგ ნაბიჭვარი!

-დრაკო.._აკანკალებული ხმით დავუძახე მას

-გრეინჯერ, მეორედ მაგ ნაბიჭვართან ერთად რომ დაგინახო, ჯერ მას მოვკლავ და შემდეგ შენ დაგაყოლებ!

-ის ჩემი მეგობარია და კარგი ადამიანია.._ძვლივს ვზლუქუნებდი

-ის ნაბიჭვარია, რომელმაც ჩემი საცოლე დააორსულა, ორსული შუა ქუჩაში უპატრონო ლეკვივით მიაგდო და როცა ის მე გადავარჩინე, თვეების შემდეგ გაბედა, ჩემს კომპანიაში მოენძრია და მისი წაყვანა დააპირა. ეგ ნაბიჭვარი!

დრაკოს ვუსმენდი და წარმოდგენა არ მქონდა რას ამბობდა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი: ლუკასი არ ყოფილა ის, ვისაც ამდენი ხნის მანძილზე ვიცნობდი.

A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)Where stories live. Discover now