ნიკოლას უიზლი. მისი დანახვისას მაშინვე ჯინიზე გადავიტანე მზერა და მისი რეაქცია ჩემთვის საკმაოდ ნაცნობიც იყო. ჯინი ყოველთვის მერყევი ხასიათის იყო, მაგრამ ძალიან იშვიათად ვარდებოდა პანიკაში; სიმშვიდის შენარჩუნება იცოდა. აი ახლა კი სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებდა და ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ის, რაც მთელი განვლილი წლების მანძილზე დაგროვებოდა ყელში ქონდა გაჩხერილი და დროზე, რომ არ მემოქმედა ამოანთხევდა ყველა იმ ბრაზს, წყენას და სიძულვილს, რაც მამამისისადმი გააჩნდა. ასე რომ სასწრაფოთ, მაგრამ შეუმჩნევლად მოვკიდე მას მაჯაზე მარჯვენა ხელი, მარცხენა კი გადავდე და მკლავზე მოვუჭირე იმის ნიშნად, რომ თავი შეეკავებინა და სასწრაფოდ დავატოვებინე საავადმყოფო. ნიკოლასმა კი წამოიწია ჩვენსკენ, მაგრამ მაშინვე გავაჩერე და მკაცრად ვუთხარი:-ახლა არა!
და იქაურობას გავეცალეთ. საავადმყოფოს ეზოში გასვლისას ვიგრძენი გრილი, მაგრამ სასიამოვნო ჰაერი. ჯინიმ იმ წავსვე გამაშვბინა ხელი და ბოლო ხმაზე დაიყვირა:
-რა უფლებითთ მოვიდაა აქქ?! ვინაა საერთოდდ?! როგორ გაბედაა?!
-ჯინი დამშვიდდი_ვცდილობდი მეგობრის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ. ის იმდენად გაცხარებული იყო, რომ დამშვიდებას აზრი არ ჰქონდა.
-ჰერმიონ რა უფლებით მოვიდა აქ?! ის ცუდი ადამიანია, საშინელი ადამიანია, ბოროტია.
-ჯინი..
-არა ჰერმიონ, ნუგეშს აზრი არ აქვს, არაფერი მითხრა!
-ჯინი, ის უბრალოდ მის მეგობართან მოვიდა_ვცდილობდი რაიმე მიზეზი მაინც მეპოვა იმისთვის, რომ ნიკოლასის საავადმყოფოში სტუმრობა რაიმეთი გამემართლებინა.
-მეგობართან?! რომელ მეგობართან ჰერმიონ?! გეკითხები, რომელ მეგობართან?! ესაა მეგობრობა?! შენ ბევრი რამ არ იცი. არ იცი მათი წარსული. იცი რატომ არ იცი? იმიტომ, რომ ბიძია უილი ამის შესახებ არ გიყვებოდა. ის კარგი კაცია და არ გსტრესავდა. აი მე კი, მე ყველაფერი ვიცი და დარწმუნებით ვამბობ, ეს კაცი არ არის მისი მეგობარი!
YOU ARE READING
A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)
Romantizmჩემი ისტორია საკმაოდ დიდი და მოულოდნელობებით აღსავსეა.ჩემს ისტორიაში ბევრი კეთილი თუ ბოროტი ადამიანია. ჩემს ისტორიაში ბევრი დაძაბული და მტკივნეული მომენტია ბევრი სირთულეებით, რომლებსაც დასასრული არ უჩანს. მე კი ამ ყველაფერთან ბრძოლა მარტოს მომიწევს...