-გამარჯობა_დაიწყო ჩვენთვის ძალიან მძიმე დიალოგი ბიჭმა
-გამარჯობა_მიესალმა ჯინიც. შემდეგ კი როცა მიხვდა, რომ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი ხელზე მიჩქმიტა იმის ნიშნად, რომ მივსალმებოდი. მეც თავაზიანად მივესალმე. შემდეგ კი დიალოგი ისევ ჯინიმ განარგძო_თქვენს გვერდზე ვნახე განცხადება იმის თაობაზე, რომ ეძებთ მწერალს. ჩემს მეგობარს კი აქვს წერის ნიჭი და საკმაოდ კარგადაც წერს.
-დიახ! ჩვენმა კომპანიამ ახლახანს დაკარგა საკმაოდ გამოცდილი და პასუხისმგებლიანი მწერალი, ამიტომაც გათავისუფლდა ადგილი, მაგრამ ამ ადგილის მოსაპოვებლად საკმაოდ მაღალი დონის განათლებაა საჭირო და საკმაოდ მძიმე სამუშაოა. თუ თქვენი მეგობარი ამ ყველაფერს თავს გაართმევს, მაშინ მომილოცავს ის კომპანია "საინსის" მფლობელის დამხმარის და ასევე მწერლის ადგილს დაიკავებს.
-და რა არის საჭირო ამ ადგილის მოსაპოვებლად?_ამჯერად შევძელი და ხმა ამოვიღე
-ბევრი არაფერი. აქ ჩამოთვლილი ყველა წიგნი უნდა წაიკითხოთ_რაღაც თეთრი ფურცელი გამომიწოდა_ მათ შორის ამოარჩიოთ სამი საუკეთესო, დაწეროთ რატომაა ისინი საინტერესო და გამორჩეული დანარჩენი წიგნებისგან და ჩემს მაგიდაზე დატოვოთ ეს ინფორმაცია. ეს მხოლოდ მწერლის მოვალეობა, ხოლო ჩემი პირადი დამხმარის მოვალეობაა ყოველ დილით ყავა მომიტანოს და ყოველდღიური ყოველკვირეული და ყოველწლიური შეხვედრების შესახებ მაცნობოს. დანარჩენს მაშინ გაიგებთ, როცა სამსახურში აგიყვანთ.
-კი მაგრამ აქ სულ მცირე 20წიგნი მაინცაა და ამათ დასამუშავებლად დრო რამდენი მაქვს?_გაკვირვებული ვიკითხე, რადგან არ მოველოდი ამდენ წიგნს
-ერთი კვირა. შემდეგ ორშაბათს ისევ მობრძანდით თქვენი ფაილებიანად და მაჩვენეთ თქვენი ნამუშევარი, ამის შემდეგ გადავწყვეტ აგიყვანთ თუ არა, ეხლა კი თუ შეიძლება ჩემი კაბინეტი დატოვეთ, პირადი შეხვედრა მაქვს._ხელით კარისკენ გვანიშნა და თან მაჯაზე საათს დახედა. მე და ჯინიმ მაშინვე დავტოვეთ მისი კაბინეტი, გამოვედი უზარმაზარი შენობიდან და დაძაბული გასაუბრების შემდეგ კაფისაკენ ავიღეთ გეზი.
კარგი ამინდის და სასიამოვნო სითბოს გამო კაფეში ფეხით მისვლა გადავწყვიტეთ, თან გზაში განვიხილავდით სამუშაობს საკითხებს და ისე გავიარეთ საინსიდან კაფემდე ორი კილომეტრი. კაფეში შესვლისთანავე ვიგრძენი სასიამოვნო ყავის სურნელი და ძველი წიგნების სუნი. მე და ჯინის ყოველთვის გვიყვარდა ლიტერატურულ კაფეში სიარული და ხშირადაც ვსტუმრობდით მას. კაფე საკმაოდ საინტერესო და ლამაზი იყო, ქუჩიდანვე დაინახავდით მის თავზე დიდი ასოებით სახელს: Literary Cafe "bookworm"
შიგნით კი უზარმაზარი თაროები იყო წიგნებით სავსე. რა წიგნს არ შეხვდებოდით აქ. სწორედ ამიტომ გვიყვარდა მე და ჯინის ლიტერატურული კაფე. სიმშვიდე იყო, სასიამოვნო არომატი და გემრიელი ყავა.
YOU ARE READING
A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)
Romansaჩემი ისტორია საკმაოდ დიდი და მოულოდნელობებით აღსავსეა.ჩემს ისტორიაში ბევრი კეთილი თუ ბოროტი ადამიანია. ჩემს ისტორიაში ბევრი დაძაბული და მტკივნეული მომენტია ბევრი სირთულეებით, რომლებსაც დასასრული არ უჩანს. მე კი ამ ყველაფერთან ბრძოლა მარტოს მომიწევს...