საკმაოდ დაბინძურებულ და მიკარგულ ადგილას მიმიყვანა ტაქსმა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ტაქსისტს გავხედე და ვეკითები:- აქ რა გვინდა? მე სხვა მისამართზე მივდიოდი.
ტაქსისტის პასუხი ვერ გავიგე, მოულოდნელად კარი გაიღო და ტაქსიდან დაძალებით ვიღაც უცნობმა ბიჭმა გადმომიყვანა და რაღაც შენობის უკან ძალით გადამათრია, იქ კიდევ რამოდენიმე ბიჭი გველოდებოდა. ზუსტად ვერ ვიხსენებ რამოხდა იქ, სახეში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და მოულოდნელად გავითიშე. ბუნდოვნად მახსოვს სახლის კართან როგორ დამაგდო ვიღაცამ და ჯინის ხმა მახსოვს: "ჰეეეერრრმიიონნნნ, რადღეშიხარრ ღმერთოოო" და ისევ სიჩუმე, გამაყრუებელი სიჩუმე.
————————————————————————
ჯინი:-როცა ზარის ხმა გავიგე მეგონა ლუკასი ან რომელიმე ჩემი მეგობარი იქნებოდა, ასე რომ უდარდელად დავიძახე ღიაა შემოდით თქო, მაგრამ როცა არავინ არ შემოვიდა დავეჭვდი და გარეთ გავიხედე, არავინ იყო. კარების დახურვას ვაპირებდი როცა ჰერმიონის სუსტი დახველების ხმა გავიგე მაშინვე ძირს დავიხედე, ჩემს ფეხებთან სახედასისხლიანებული და საშინლად ნაცემი ჰერმიონი ეგდო, მაშინვე განწირული ხმით დავიყვირე: "ჰეეეერრრმიიონნნნ, რადღეშიხარრ ღმერთოოო." ჩემს ყვირილზე მამიდა ზანდა, ბიძია უილი და გოილი, ჰერმიონის პატარა მამიდაშვილი გამოცვივდნენ გარეთ. ჰერმიონის დანახვისას ზანდამ კივილი მორთო, ბიძია უილი კი გაქვავებული იდგა. ის ხომ ჯერ ახლახანს გამოვიდა საავადმყოფოდან, ჯერ კიდევ სუსტად იყო. ჰერმიონის აწევის და სახლში შეყვანის ძალა ფიზიკურად არ მქონდა ასე რომ სახლში შევვარდი და პირველადი დახმარების ყუთის ძებნა დავიწყე ძვლოვს ვიპოვე არეულობაში და გარეთ გამოვედი თან რეის დავურეკე ვუთხარი ჰერმიონის მდგომარეობა და მითხრა უკვე გზაში ვარო.ტელეფონი გვერდით გადავაგდე და ჰერმიონთან ჩავიმუხლე, სახე დავუმუშავე, საშინლად დასისხლიანებული იყო. სახის დამუშავება როცა დავასრულე რეის ხმა გავიგე, რომელიც ჩვენთან მოვიდა. რეი ჰერმიონის სახლში შეთრევაში და საწოლზე მოთავსებაში დამეხმარა. ჰერმიონი გათიშული იყო, საბანი დავაფარე და ოთახის კარი გამოვკეტე.მას შემდეგ რეის არ დავუტოვებივარ. მე და რეი სამზარეულოში ვიჯექით და ვსაუბრობდით
YOU ARE READING
A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)
Romanceჩემი ისტორია საკმაოდ დიდი და მოულოდნელობებით აღსავსეა.ჩემს ისტორიაში ბევრი კეთილი თუ ბოროტი ადამიანია. ჩემს ისტორიაში ბევრი დაძაბული და მტკივნეული მომენტია ბევრი სირთულეებით, რომლებსაც დასასრული არ უჩანს. მე კი ამ ყველაფერთან ბრძოლა მარტოს მომიწევს...