Part 1 გზა დიდი ქალაქისკენ

497 20 8
                                    

ერთ პატარა და მყუდრო სოფელში ვცხოვრობთ,მე და მამა. დედა ადრე გარდამეცვალა, მამას თქმით ის მშობირობას გადაყვა, ხოლო მე და მამა მას შემდეგ მარტო ვარგძელებთ გზას. რათქმაუნდა მამაჩემი ჩემი ერთადერთი იმედია ამ სამყაროში. რადგან დედა მკვდარია, დედას საქმესაც მე ვასრულებ სახლში, მაგრამ სახლის საქმეებთან ერთად სწავლასაც ვახერხებ. სკოლა უკვე დავასრულე და ჩავაბარე კიდეც, ამიტომ სასწავლებლად დიდ ქალაქში გადასვლა მიწევდა, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე ამბავი აღმოჩნდა, რადგან არ მინდოდა მამაჩემის დატოვება მარტო. ამიტომ ვთხოვე, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო, რაზეც ცივი უარი მივიღე. არც მას უნდოდა ჩემი იქ გაშვება, მაგრამ ხომ იცით მამების ამბავი, ოღონდ თავისი შვილი იყოს კარგად და თავსაც გაწირავს. მთელი დღის ხვეწა-მუდარის შემდეგ მამაჩემი მაინც ვერ დავითანხმე ქალაქში ჩემთან ერთად გადასვლაზე, ამიტომ მომიწევდა მარტო წასვლა, რაც არც თუ ისე მახარებდა; მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. დავიწყე ნივთების ჩალაგება; ხვალ დილით უნდა გავსულიყავი. ქალაქამდე გზა დაახლოებით ოთხი საათი იყო, ამიტომ წინ არც თუ მოკლე გზა მელოდა. ჩავალაგე ყველა ტანსაცმელი რაც კი კარადაში მქონდა. ვერ ვიტყვი რომ ბევრი რამ გამაჩნდა, საკმაოდ ღარიბულად ვცხოვრობდით, ამიტომ რაც კი მქონდა ყველაფერი ერთ დიდ ჩემოდანში ჩავატიე და კუთხეში მივაწყე,შემდეგ კი მამაჩემის ოთახის კართან მივედი დასამშვიდობებლად. მართალია დიდი ხნით არ ვემშვიდობებოდი, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც მძიმე იყო და აი კარზე როგორც იქნა გავბედე დაკაკუნება

-შემოდით_გავიგე მამაჩემის ტკბილი ხმა და კარი შევაღე

-ხომარ გაგაღვიძე მამა?_ვკითხე ალერსიანად, რადგან არ მინდოდა გამეღვიძებინა

-შემოდი ჩემო ლამაზო, მღვიძავს_მითხრა ალერსიანად და მეც მივედი, გვერდით მივუჯექი, თავი კალთაში ჩავუდე და თბილად ავხედე

-მამა, იქნებ ჩემთან ერთად წამოსულიყავი?_ვეცადე მისი გადარწმუნება, მან კი სახეზე ხელი გადამისვა, ღრმად ჩაისუნთქა და რაღაცის სათქმელად მოემზადა

A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)Where stories live. Discover now