1.4K 116 43
                                    

-ხელი მოაწერე ჯიმინ! აქ დავასრულოთ ყველაფერი! განვქორწინდეთ.

ჯიმინი გაფართოებული თვალებით უყურებდა ხან ფურცლებს ხან კი ჯონგუკს რომლის სახე უბრალოდ ისეთი ცივი იყო, ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან.

-არა! ამას არ ვიზამ!

-რატომ ჯიმინ? გეშინია, რომ ოჯახში არ მიგიღებენ ამის მერე? გეშინია რომ პაკების ოჯახის წესს თუ დაარღვევ ყველაფერი ცუდად გაგიგრძელდება?

-გაჩუმდი! შენ არაფერი იცი! მხოლოდ იმის მეშინია, რომ შენ აღარ მეყოლები!

ფირცლებს ხელი ჩაავლო და ნაკუწებად დაფლითა მერე კი ირგვლივ მიმოფანტა. თვალები რომლებიდანაც ცრემლები არ წყდებოდა ჯონგუკს უმზერდნენ. ცდილობდნენ მის სახეზე რაიმე ემოცია ამოეკითხათ მიუხედავად იმისა რომ ჯონგუკის სახე არეული იყო. არ იცოდა რა ექნა. ჯიმინისთვის ეპატიებინა, მაიმც განქორწინებულიყვნენ, თუ უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრება გაეგრძელებინათ.

-მე ჩემს ოთახში წავალ.- უცებ წამოდგა ჯონგუკი და ოთახში ავიდა. შხაპი მიიღო რათა მომხდარზე უფრო გამარტივებოდა ფიქრი. იმაზეც კი ფიქრობდა რომ ცუდად მოიქცა. რომ ახსენდება როგორი ჯიმინი დახვდა კარებში ცუდად ხდება. ფიქრობს რომ ჯიმინს აიცილებლად უნდა დახედოს, ხომ ყველაფერი რიგზე აქვს, ამიტომ დგება და დაბლა ჩადის სადაც ჯიმინი ეგულება. მისაღებში ჩასულ ჯონგუკს ჯიმინი არ ხვდება. სხვადასხვა ოთახებს ამოწმებს და ბოლოს სამზარეულოში პოულობს. ჯიმინი რაღაცას ამზადებდა, ჯიმინი მაშინვე ამჩნევს ჯონგუკს.

-ოჰ ჯონგუკ, სადაცაა მზად იქნება, დაჯექი და ვჭამოთ.

ნაზი ხმით დაუძახა ჯიმინმა ჯონგუკი კი მაგიდას მიუჯდა. მალევე დაალაგეს მაგიდა და ჭამეს. ორივემ ერთნაირად მიიღო მონაწილეობა ჭურჭლის დალაგებაში, მერე კი ორივე ტელევიზორის საყურებლად ჩამოჯდა. ჯონგუკმა თავი ჯიმინის კალთაში ჩადო ჯიმინი კი შავ თმაზე თამაშობდა. ეს დღე როგორც იქნა ბედნიერად მიიწურა ჯიმინისთვის მთელი ერთი თვის განმავლობაში.

Park's LawWhere stories live. Discover now