¹⁸

1K 86 67
                                    

-აგჰ, როგორ მეზარებით!

ორი იარაღი ამოაძვრინა ჯიბიდან და კედელს აეფარა მერე კი ზუსტად ხუთ წუთში დაყარა გვამები ძირს.

-ვგიჟდები ჩემ თავზე!

შეჰყვირა და მანქანაში ჩაჯდა მერე კი გვამებით და სისხლით სავსე ტერიტორიას მოსწყდა.

-როგორ შეიძლება ამდენი გამოსირებული არსებობდეს დედამიწაზე?! ნერვები აღარ მყოფნის!

მალევე ტელეფონზე ზარი შემოდის.

-მისტერ პაკს ვესაუბრები?

-გისმენთ?

მობეზრებით პასუხობს პაკი და იმედი აქვს რომ საინტერესო თემაზე ურეკავენ თორემ მზადაა ზარის ავტორი მოკლას არაფრის გამო.

-იცით, საუბარი გვინდა თქვენსა და ჩვენს კომპანიას შორის, იქნებ დაფიქრდეთ ამ თემაზე?

-სად და როდის? ოღონდ მალე, ნერვები არ მაქვს!

მისამართიც და დროც მიიღო, პირდაპირ იმ ადგილისკენ გაეშურა საითაც დაუძახეს. ეს მორიგი მახეა ალბათ. მისულს კარებში ვიღაც ტიპი შეეგება. სთხოვა მას გაჰყოლოდა და საბოლოოდ დიდი კაბინეტის წინ დააყენეს რომელზეც გარკვევით ეწერა "ჯეონი"

ჯიმინმა იცის ეს სახელი, იცის ვინცაა, იცის რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში მაფიოზია. ჯიმინისთვის გასართობი იქნება ამასთან თამაში. თანაც სულ აინტერესბედა 'ვინ არის ჯეონი?'

კარებში შეხული უბრალოდ შეშდება ნაცნობი სხეულის დანახვაზე. აი ვინ ყოფილა ჯეონი...

-მაშ ასე ჯეონ ჯონგუკ..

გაშეშებულ ალფას მიუახლოვდა და მის წინ სკამზე ჩამოჯდა.

-ესეიგი გაერთიანება? გასაგებია, თანახმა არ ვარ, ნახვამდის.

ადგა და დატოვა ისე, რომ არც ჯონგუკის და არც მისი მდივნის საუბარი არ მოუსმენია.

მას მერე გახდა ეს ორი გვარი ერთმანეთის მტერი. ორივე მხარეს ერთმანეთის გამო ძალიან ბევრი ხალხი იხოცებოდა თუმცა ვის ადარდებს? ეს ორი კომპანია და თვითონ ბოსები საშინლად არიან ერთმანეთისადმი განწყობილნი. არა, ამის თქმა მარტო ჯიმინზე შეგვიძლია. ჯიმინს უბრალოდ სძულს ეს ალფა, ჯონგუკი კი ისევ შეყვარებულია მასზე. ამის მერე ისწავლის თავის დროზე დაფასებას.

Park's LawWhere stories live. Discover now