¹³

1K 91 50
                                    

ჰეიჯუ ჩვეულებრივ მუშაობდა. მისი ცხოვრება ისევ ისე გრძელდება როგორც ადრე. იუნსოკს მოსწონს მისი ძიძა. ჰოსოკი ხშირად აკითხავს მას და ყოველთვის სადმე გაჰყავს. ჰოსოკმა უკვე გაიგო რომ იუნგი თავიდან დაქორწინდა თუმცა არაფერი უთქვამს. დიდათ არ დაულაგებიათ ურთიერთობა, მაგრამ იუნგი ჰოსოკის დანახვაზე აღარც გარბის და აღარც იმალება.

დღეს ჯონგუკი ბრუნდება. ალბათ გაბრაზდება როცა გაიგებს თუ რა ხდება. ასე ფიქრობს იუნგი, არ იცის როგორ აუხსნას სიტუაცია, იცის რომ ალფა საკმაოდ გამგებიანია თუმცა არ იცის ამ თემაზე გაუგებს თუ არა.

-ჰეიჯუ, დღეს ჯონგუკი, ჩემი ქმარი ჩამოდის, შეგიძლია მალე წახვიდე.

დილით მოსულ ჰეიჯუს ეუბნება იუნგი და სახლიდან გადის. იწყება ყველაფერი ისე როგორც ყოველდღიურად. ჰეიჯუ და იუნსოკი ხან თამაშობენ, ხან კითხულობენ, მეცადინეობენ, ალაგებენ და ა.შ.

მალევე კარზე ზარის ხმა ისმის, ჰეიჯუ ადგა და კარის გასაღებად წავიდა. იუნსოკიც უკან აედევნა. ჰეიჯუმ კარი გააღო.

-შენ....

-ძ...ძიძა, მე ძიძა ვარ...

-ძიძა.....გასაგებია, შეგიძლია წახვიდე, იუნსოკს მე მივხედავ.

-არა, მე არ მინდა რომ წავიდეს!-საუბარში ჩაერთო იუნსოკი, მისი წყალობით ჰეიჯუ დარჩა კიდევ ცოტახნით.

ჰეიჯუ ალფას უყურებდა და ტირილი უნდოდა...ვერ უძლებდა როცა წინ "ის" ალფა ეჯდა და არ შეეძლო ელემენტარულად გამოლაპარაკებოდა მაინც.

-ჯი...ვიგულისხმე...ჰეიჯუ.

-დ...დიახ...

დაიბნა ომეგა როდესაც ჯონგუკმა მას დაუძახა. ალფას სახეზე რამდენიმე ემოცია დასთამაშებდა. დაბნეულობა, წყენა,  გახარება.

-კარგი ვინმე ჩანხარ, იუნსოკ, მოგწონს ის?-ახლა იუნსოკს მიუბრუნდა ალფა.

-მილიონჯერ მაინც გჯობიათ ორივეს! დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მამას და ჰეიჯუს შვილი!

Park's LawWhere stories live. Discover now