¹⁶

1K 94 89
                                    

ჰოსოკმა კარი რასაცქვია შეამტვრია. ჯონგუკი სკამზე იყო ჩამომჯდარიყო და სახე ხელებში ჩაემალა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა საყელოში მოქაჩეს და პირველი მუშტი მარცხნივ გაარტყეს მეორე კი მარჯვნივ. მესამე ისევ მარცხვივ მოხვდა, მეოთხეც, ბოლოს კი მუხლი პირდაპირ ღირსებაში ამოსდეს.

-მიდი ახლა და ვინც გინდა ის გაჟიმე ჩალეწილი ღირსებით.

(უჰ შენგენაცვალე ჩემო მზევ)

ასეთი ჯონგუკი დატოვა ჰოსოკმა...წასვლამდე კიდევ ერთხელ შემოჰკრა მუშტი ამჯერად ცხვირში და დატოვა. სახლში მისულს ანერვიულებული იუნგი დახვდა. მას უთხრა რომ უბრალოდ დაილაპარაკეს მერე კი დასაძინელად დაწვნენ. იუნგი მართლაც ღელავდა, ჯიმინი შეეცოდა. ეს ომეგა ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებს.

მეორე დილით ჯიმინის ტელეფონზე ბევრი გამოტოვებული ზარი და ესემესი იყო. ყველა ჯონგუკისგან თუმცა არცერთზე არ უპასუხია. ადგა და რამდენიმე ნივთის წასაღებად წავიდა სახლში. ოცნებობდა რომ ჯონგუკი სახლში არ ყოფილიყო.

მისულს კარი ღია დახვდა, ძირს თავჩახრილი ჯონგუკი იჯდა რომელიც მაშინვე მიაშტერდა ჯიმინს, უნდა მივარდნოდა თუმცა ჯიმინმა უკნიდან დანა გამოაძვრინა.

-კიდევ ერთი ნაბიჯი...და ეს დანა პირდაპირი რეისით მუცელში წამოვა.

-მე...

-მოკეტე! ჩემ ნივთებს ავიღებ და წავალ.

-შეჩერდი! არ გესმის, არაფერი გესმის...მე შვილი მინდა, არ შემიძლია ასე ვიყო. არც კი იცი რა მემართება როცა ქუჩაში მშობლებს ვხედავ შვილებთან ერთად, იცი როგორ მშურს მათი? მე...

-მე ვცდილობდი არა?....მე რამდენ ექიმთან წავედი, რამდენი გავეცი რომ შენთვის ეგ მეჩუქნა რაც გინდოდა..მე დღესაც ვცდილობ, მაგრამ შენ ვერაფერს ხედავ, მხოლოდ შენი ბოზი გადარდებს რომლის ირგვლივ ტრიალებ სულ. მე სულ დამივიწყე და დამიკიდე. წადი ახლა და იმ ბოზთან იჟიმავე, ბავშვები გააჩენინე და იცხოვრე იმ ცხოვრებით რომლითაც გინდოდა.. მეც მინდა შვილი, გგონია არ მინდა? მეც მინდა მყავდეს პატარა ოჯახი რომელსაც დანგრევის საბრთხე არ დაემუქრება! მეც მინდა რომ ვინმეს ვუყვარდე! მინდა რომ გიყვარდე, მინდა რომ უოველ ღამე შენ მკლავებში ძილის უფლებას მაძევდე, მინდა იმდენს მკოცნიდე რამდესაც ადრე! შენ მითხარი, რომ გამიგებდი, გვერდში დამჯდგებოდი, მაგრამ რა გააკეთე?! თავი დამანებე ჯონგუკ! ვერ გიტან!

Park's LawWhere stories live. Discover now