პროლოგი

547 23 34
                                    

სისხლიანი მთვარის დღეს, როდესაც ცაზე კომეტა გამოჩნდება, დაიბადება სამი ბავშვი. სამყაროს გამანადგურებლები. ქაოსისა და ომის ნიშნები.

***
ძველად, როდესაც ადამიანთა მოდგმა ხეებიდან ჩამოვიდა, მათ ისწავლეს ცეცხლის გამოყენება და დაიწყეს ბასრი პირების დამზადება, გამოიგონეს ბორბლები და დაიწყეს ბილიკების მოპირკეთება, ბოლოს, ისწავლეს მცენარეებთა დარგვა და ერთ ადგილას დასახლდნენ. თუმცა, მათ არ ჰყავდათ არც ერი და არც მეფე. ჰომო საჰუნები სიზმრებს ვერ ხედავდნენ და ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ ბუნების დიდი პირამიდის მწვერვალზე -

/ჩვენი უძველესი დედების დიდებული მიწა/ - ეს ადგილი, ასი.

***
ასის ტყეში ხუთი მეომარი დაბნეული მდგარიყო, წრე შეეკრათ და ასე ცდილობდნენ თავის დაცვას. თუმცა, ეს დაცვა არც ისეთი კარგი აღმოჩნდა, რომ სწრაფი 'მონსტრისგან' დაეცვათ თავი.

რაღაც ისე სწრაფად მოძრაობდა, რომ მეომრები მის დაჭერას ვერ ახერხებდნენ. ამის მიუხედავად კი, მათი რაოდენობა, ყოველი ხის ფოთოლის გაქანებისას იკლებდა.
იმ მეომარს, რომელიც მონსტრს თან მიჰყავდა, თავს აგლეჯდა და მათ წინ აგდებდა.

რა ცუდი სანახაობაა, არა?

როდესაც ხუთი მეომრიდან მხოლოდ ერთი დარჩა, მონსტრიც გაჩერდა. სწრაფად აღარ მოძრაობდა, თუმცა არც ჩანდა. ცოცხლად დარჩენილი მეომარი, მას ვერ ხედავდა.

მშვილდ-ისარი მოიმარჯვა, ტყეს ყური დაუგდო. თითქოს ცდილობდა მონსტრის ნაბიჯები გაეგო. და, შეიძლება გაიგო კიდეც, რადგან მიზანი ამოიღო. უკვე გასროლას აპირებდა, როდესაც მონსტრი ზუსტად მის წინ გაჩერდა. ბიჭი შეათვალიერა.

მეომარმაც შეძლო მისი დაკვირვება. რაღაცეები, გაკვრით კი იცოდა მათ გარეგნობაზე, მაგრამ მის წინ, ასე ჯერ არ მდგარა ნეანდერტალელი.

დაგლეჯილი, სისხლით დასვრილი ტანსაცმელი ეცვა. ზოგისთვის ლამაზი, ზოგისთვის კი ულამაზო თვალები ჰქონდა - ლურჯი. ისევე როგორც ტუჩები. ფეხშიშველი დაიარებოდა ტყეში, შავი გრძელი ზოლებით დაფარული სხეული და ოდნავ შეფარული სახე ჰქონდა.

Violet Blood/იისფერი სისხლიWhere stories live. Discover now