81 6 0
                                    

"ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. არავინ არასდროს იცის რა მოხდება შემდეგ. შეიძლება დღეს დაიძინო, ხვალ კი მკვდარმა მიწაში ჩაწვე."

***

ანამუნის სურვილის გაჟღერების შემდეგ, მისი ასრულების სურვილიც გაუჩნდათ. აი, ასე მათ გადაწყვიტეს ანამუნის ოცნება რეალობად ექციათ, ჯერ იმ ადგილის ძებნა დაიწყეს, სადაც მათიანები ეყოლებოდათ. ანუ, ისეთი ადამიანების ძიება, რომლებიც თანახმა იქნებოდნენ, მათი ადგილის გაშენებაზე და იპოვე კიდეც. მათთვის კანმორუს საიდუმლოს შესახებ, არაფერი უთქვამს. ეს იმ საიდუმლოდ დარჩა, მხოლოდ მას და ომეგას რომ ეხებოდა. თუმცა, ასეც იყო.

ჯერ ტყეში დაბანაკდნენ, იქ თავს კარგად გრძნობდნენ. დიდი ტერიტორიაც იყო და პატარა თავშესაფრების გაშენება შედარებით ადვილი იქნებოდა. ასეც მოიქცნენ, აშენებულ თავშესაფრებს კი შემდეგ
'სახლი' უწოდეს. ჰარი, მუნი, შუგა, კანმორუ, ანამუნი. ხუთი ადამიანი, რომელმაც ახალია ადგილი ჩამოაყალიბეს. მათ 'ასის' ტყე შექმნეს.
ეს სახელი უბრალოდ, კანმორუს მოაფიქრდა, ანამუნმა კი სხვებსაც გაუზიარა.

მერე, როგორც იქნა თვის დასასრულიც დადგა, კანმორუმ და ანამუნმა, მათ სახლში შევიდნენ და დაელოდნენ, როდის მიიღებდა კანმორუს სხეული ადამიანის ფორმას.
შიშველი ომეგის დანახვისას, ანამუნს საკუთარი თავის კონტროლი საშინლად უჭირდა, მაგრამ ომეგის შეშინებას არ აპირებდა, ყოველი შემთხვევისთვის, ჯერ არა. იმიტომ რომ ჯერ, ძალიან ადრე იყო. თუმცა ომეგა ისე გამომწვევად იქცეოდა, ისე ლამაზად იხრებოდა ტანსაცმლის ასაღებად, ანამუნმა თავი ვეღარ გააკონტროლა. ომეგასთან მოვიდა, ნელი და თითქოს გაზომილი ნაბიჯებით. ომეგის სურნელი ყველგან ტრიალებდა, რაც ალფის გონებას ბინდავდა. ეშინოდა, მისი სუნი სხვებსაც არ ეგრძნოთ.

ომეგის შიშველი სხეულის უკან დადგა. გრძნობდა, კანმორუს როგორ უცემდა გული, თუმცა ვერ ჩერდებოდა. მარჯვენა ხელი ჯერ მის ზურგს ააყოლა ნელა და გამაგიჟებლად, შემდეგ კი შავ, გრძელ თმებში ჩააფრინდა. მისკენ შემოატრიალა, ლურჯ, მოიისფრო თვალებში ჩახედა, შემდეგ კი მათი ტუჩები შეაერთა. ომეგას წინააღმდეგობა არ გაუწევია მისთვის, რადგან მასაც დაბინდული ჰქონდა გონება. ანამუნი კანმორუს სხეულს თავიდან ბოლომდე სწავლობდა, ჯერ ყელში ჰკოცნიდა, შემდეგ შუბლზე, ტუჩებზე, მუცელზე... ყველგან ეხებოდა. ომეგა ალფის თმებს ჩაეჭიდა, შემდეგ მისი გახდა დაიწყო. საბოლოოდ, ორივე შიშველი აღმოჩნდა და საწოლისკენ გადაინაცვლეს. ომეგას ზემოდან მოექცა ანამუნი და უკვე ასე იღებდა სიამოვნებას.

Violet Blood/იისფერი სისხლიWhere stories live. Discover now