173 8 37
                                    

"ბედისწერა ჩემს აკვანზე გადმოიხარა და კინაღამ სიცილით მოკვდა"

***
კანმორუ ანამუნის ცხენი იყო. ისეთი ცხენი, ანამუნს უფრო დაუმარცხებელს რომ ხდიდა, ძლიერს. ანამუნისთვუს კანმორუ, ცხენზე მეტს წარმოადგენდა. მისი მეგობარი, ძმა და სიყვარული იყო. ახლა ალბათ ფიქრობთ, რა სიყვარული, რისი სიყვარულიო. მაგრამ, ნეტავ იცოდეთ, სინამდვილეში კანმორუ ვინ ან რა არის.

კანმორუ არა მხოლოდ ცხენი, არამდენ ადამიანიცაა. თვეში ერთხელ, როცა ცაზე ლურჯი კომეტა მთვარეს გაუსწორდება, შუაღამით მისი სხეული ადამიანად იქცევა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ომეგად.

ანამუნმა კი ეს შეამჩნია, დაინახა. თვალი მოჰკრა მის ლამაზ, ახლად დაბადებული ბავშვის კანივით სათუთ სხეულს. ულამაზეს ლურჯ, მოიისფრო თვალებს. ერთი დანახვით შეუყვარდა. კანმორუმ ეს არ იცოდა, აზრად არ მოსდიოდა თუ რატომ იცავდა ანამუნი მას ასე. თუმცა ერთ დღეს, როცა კომეტამ ლურჯ მთვარეს გაუსწორდა, როცა კანმორუ ულამაზეს ომეგად იქცა, თვალი მოჰკრა ანამუნს, რომელიც მას ჩუმად, ყველასგან მალულად შეჰყურებდა. თავიდან მისი გული შიშმა მოიცვა, გაქცევა დააპირა, მაგრამ ანამუნმა სწრაფად შეაჩერა.

"ნუ გეშინია, მე... მე... არაფერს დაგიშავებ" კანმორუ ხმას არ იღებდა, შეშინებული თვალებით შეჰყურებდა და ტუჩები უკანკალებდა. "ვფიცავ, არაფერს დაგიშავებ, სიტყვას გაძლევ" ანერვიულებული რაც შეეძლო მშვიდად საუბრობდა, მისთვის დამამშვიდებლად.

იმ დღეს, ანამუნის გაქვავებული გული გალღვა, იცით რატომ? კანმორუსთვის სულ სხვა ადამიანი გახდა. მან პირველად გამოსცადა სიყვარული. ეს ლამაზი, სათუთი, ტკივილის მომგვრელი და გამანადგურებელი გრძნობა.

ყოველი თვის ბოლოს ტყეში კანმორუსთან ერთად ატარებდა დროს. ომეგა თანდათან იხსნებოდა მასთან, მაგრამ ხმას არასდროს იღებდა. საბოლოოდ, ანამუნმა იფიქრა საუბარი არ შეუაძლიაო. თუმცა, ამას მისი გრძნობის გაქრობა არ გამოუწვევია. პირიქით, უფრო მეტად გაუჩნდა იმის სურვილი, რომ ომეგა ამ ბოროტო სამყაროსგან დაეცვა.

Violet Blood/იისფერი სისხლიWhere stories live. Discover now