"სიცოცხლისთვის აუცილებელია ჰაერი ადამიანობისთვის კი სახელი"
***
"კარგი რა, მიდი, გაინძერი!" ბუტბუტებს ახალგაზრდა ომეგა და მის წინ, მინდორზე მჯდომ ცხენს შეჰყურებს."ხომ იცი, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, მალაგალითად ის, რომ თუ არ გაგაჭენებ, სხვები დამცინებენ, მეორე კი იმიტომ, რომ აქედან წასვლა ნორმალურად მოვახერხო."
ისევ ბუტბუტებს და თან ოხრავს.
დიახ, ცხენს ესაუბრება. და, წარმოგიდგენიათ?! ცხენი მას ირონიულად შეჰყურებს და არც კი ინძრევა! რა არ მოუტანა, რით არ ეცადა, მაგრამ ადგილიდან დაძვრა არ სურს. ოჰ, სადაცაა გაგიჟდეს ომეგა.
"მიდი, ადექი რა, გთხოვ..."
მოულოდნელად, მის ზურგს უკან ხმა ისმის. ეს ხმა ჯიმინს ეკუთვნის. გაეღიმა, ფეხზე წამოდგა და მას მიუახლოვდა.
"ცხენს ესაუბრებოდი?" ეცინება.
"იაპ" საყვარლად ბერავს ლოყებს.
"ოჰ" ღიმილი ეპარება ჯიმინს. "რაც შეეხება გუშინდელს... ბოდიშს გიხდი, საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე"
"არაუშავს, უკვე აღარც მახსოვდა"ტყუის.
"კარგი მაშინ, ისევ მეგობრები ვართ?"
"ვართ"
"კარგია" უხერხულად ამბობს ჯიმინი, თან ცხენს შეჰყურებს. 'კარგი, ეს ცოტა უცნაურია', გაიფიქრა გულში, შემდეგ კი ცხენს მიუახლოვდა. თოკით იყო მიბმული ხეს. როგორც ჩანს, გუკი სასტიკი პატრონი აღმოჩნდა, რადგან ასეთ თავისუფლების მოყვარულ ცხოველს, თოკით დაბმა მოუხერხა.
"არ ინძრევა, არაფერს აკეთებს, არ მისმენს, მაიგნორებს" ჩამოთვლას იწყებს გუკი, შემდეგ კი ისევ - ოხრავს.
"რა თქმა უნდა, შენ ხომ ის დააბი" თვალებს ატრიალებს ალფა.
"სხვა შემთხვევაში, გაიქცეოდა"
"არ გაიქცეოდა, თუ კი მასთან საერთო ენას გამონახავდი"
"ცხენთან საუბარი როგორ უნდა შევძლო, კარგი რა"
YOU ARE READING
Violet Blood/იისფერი სისხლი
Historical Fictionსამყარო, სადაც ომეგები სუსტი არსებები არიან! სამყარო, სადაც ომეგებს უწევთ ალფების ჩრდილ ქვეშ იარსებონ! სამყარო, სადაც ძლიერი სუსტს ჩაგრავს! სამყარო, სადაც ღმერთიც კი არ ისურვებდა დაბადებას! და მაინც, ღმერთი სწორედ ამ სამყაროში დაიბადა... ჯონგუ...