98 9 17
                                    

სარკე, არის ის, რაც იქნება შენი სამუდამო მეგზური.

***
დიდ ოთახს გამაყრუებელი ხმაური არღვევს, რადგან ოცზე მეტი ადამიანი, ერთდროულად ყვირის სახელს. სახელს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. სახელს, რომელიც ძალაუფლებით არის სავსე.

"გაუმარჯოს ჰოსოკს!" შეჰყვირიან ერთად.

ჰაერში მათზე ბევრად ძლიერი სხეული ჰყავთ ატაცებული და ამით, მათ მის მიერ დიდ პატივისცემას გამოხატავენ.

ჰოსოკი კი, ამ ყველაფრით დიდ სიამოვნებას იღებს. დიახ, ის ამ ყველაფრის, პატრონია. მისი აზრით, ეს ყველაფერი იმის საფასურია, თუ როგორ ებრძოდა ნეანდერტალელებს მთელი ოცი წლის განმავლობაში. მან ხომ ასის კლანი გადაარჩინა არა?! ჰოდა, მამამისმაც ამით დაასაჩუქრა. აჩუქა ის, რაც ყველაზე მეტად სურდა მას – ძალაუფლება.

თუმცა, ჰოსოკს არც ეს ჰყოფნს უნდა უფრო მეტი, იმაზე მეტი ვიდრე მამამისს ან მის ძმას აქვთ. უნდა ყველა, ვისაც იცნობს მის ფეხებთან დაჩოქილი ნახოს.

ჰოსოკს ძირს სვამენ, ის კი წელში სწორდება ამაყი, ძლიერი გამომეტყველებით. უახლოვდება ადამიანის თავის ქალას, შემდეგ ხელში იღებს.

"ეს უკანასკნელ ნეანდერტალელს ეკუთვნის" ირგვლივ მყოფები ხმამაღალი, მხიარული ხმით იწყებენ შეძახილებს."ისიც რა თქმა უნდა, ჩემს ხელში მოკვდა. საკუთარი თვალით ვნახე თუ როგორ იცლებოდა სისხლისგან და ცდილობდა სიკვდილისთვის თავის არიდებას" გვერდულად იღიმის."თუმცა, ვერ შეძლო. საკუთარი ხელით გავუმადგურე სხეული და თავიც თვითონ მოვკვეთე" კიდევ უფრო ამაყად სწორდება და გვერდული ღიმილით ათვალიერებს ყველა იქ მყოფს სახეებს."ნეანდერტალელები აღარ არსებობენ!" ერთწუთიანი სიჩუმის შემდეგ ხმამაღლა ყვირის და ამ სიხარულს ყველა იქ მყოფს უზიარებს.

"გაუმარჯოს ჰოსოკს!" კიდევ ერთხელ შეჰყვირის ერთ-ერთი და ხმას სახლის ჭერისკენ იშვერს.

Violet Blood/იისფერი სისხლიWhere stories live. Discover now