¹²

102 5 0
                                    

"იუნგი!" ბემი და მარკი სწრაფად შედიან ოთახში და ალფას ეძებენ.

"რა ხდება?" გაკვირვებული ალფა სწრაფად მიდის მათკენ და ცდილობს, მათი სახის გამომეტყველებით გაიგოს ის, თუ რა ხდება.

"ვერც კი წარმოიდგენ ვინ ვიპოვეთ!" თვალებგაფართოებული საყვარელი ხმით ამბობს ომეგა და მამას გაოცებული და ამავდროულად გახარებული შეჰყურებს.

"ვინ?" წარბებს ჭმუხნის ალფა.

"ჯინი ხომ გახსოვს, ომეგა რომელმაც გადაგვარჩინა, მისი შვილი ჯონგუკი დღეს ასის ტყეში იყო!" აღტაცებული სწრაფად საუბარობს მაგრამ, იუნგის მაინც არ უჭირს ამ ყველაფრისგან აზრის გამოტანა და ყველაფრის მიხვედრა.

წარსული ახსენდება, უფრო სწორად კი, ჯუნი და ჯინი. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჯინი ბოლოს ნახა. უეცრად ახსენდება, რომ ჯონგუკი აქ საერთოდ არ უნდა იყოს და ერთ ადგილზე შეშდება. მარკს შეხედა და თვალით ანიშნა, რომ თავისი ჭეშმარიტი ოთახიდან გაეყვანა. ბემის გასვლის შემდეგ კი, სწრაფად ეკითხება უმცროს ალფას:

"ჯონგუკი მართლა ნახეთ?"

"დიახ."

"როდის?"

"გუშინ, მაგრამ შენ აქ არ იყავი და ვერ გითხარით."

"რა მდგომარეობაში იყო?"

იცის, მაგრამ მაინც კითხულობს.

"მის ირგვლივ უამრავი ცხოველი და ფრინველი მკვდარი ეყარა. საშინელი სანახაობა იყო."

"თვალებიდან სისხლის ცრემლები სდიოდათ, ხომ ასეა?"

"დიახ, თქვენ საიდან იცით?"

"წინასწარმეტყველებაში ჯონგუკის ცხოვრებაზე ყველაფერი წერია. ზუსტად ვიცი რა და როგორ მოხდება." ოხრავს.

"კარგი არ არის, ასეა არა?"

"ჰო, არ არის კარგი მისი აქ გამოჩენა."

"ჯინმა დაგპირდათ, რომ ჯონგუკი აქ არ დაბრუნდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც დაბრუნდა."

Violet Blood/იისფერი სისხლიWhere stories live. Discover now