72 7 14
                                    

"შურისძიება ორთავიანი გველია, როდესაც მტერს კლავ, შენ თვითონაც იწამლები"
***
ერთი თვე მალე გადის, ანამუნისა და კანმორუს ურთიერთობა კი უფრო და უფრო წინ მიიწევს. იმის მიუხედავად, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, კანმორუ ცხენის ფორმაში იყო, ანამუნს მაინც არ შეცვლია გრძნობები მის მიმართ. ჰარი და შუგა ანამუნის ასეთ ცვლილებას ამჩნევდნენ, უფრო სწორად, ხვდებოდნენ რომ რაღაც ისე ვერ არის. თუმცა, ხმის ამოღება არც კი უცდიათ.

თვის ბოლოს, კანმორუმ ომეგის ფორმა მიიღო. მთელი საღამო მის ალფასთან ერთად გაატარა, თუმცა მოულოდნელი ცუდად გახდომის გამო, გონება დაკარგა. ანამუნს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა. ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, ყოველი შემთხვევისთვის თავიდან, თუმცა, მერე მეორე თვის ბოლოს, შეამჩნიეს რომ კანმორუს გაძლიერებული ჰქონდა ყნოსვა, ისევე როგორც მხედველობა და იმაზე ძლიერი ხდებოდა, ვიდრე იყო.

ეს უკვე უცნაური გახდა - ფიქრობდა ალფა.

მესამე თვის ბოლოს, კანმორუს სისწრაფე ჩვეულებრივზე გაორმაგებული გახდა. ვერცერთი ცხენი ვერ ასწრებდა მას. თითქოს, მის უკან ყველა ჩერდებოდა.

მეოთხე თვის ბოლოს, ანამუნმა კანმორუს წამოზრდილი მუცელი შეამჩნია. ისევ თვალები დახუჭა.

მეხუთე თვის ბოლოს, მისი მუცელი უფრო შესამჩნევი გახდა.

მეექვსე თვის ბოლოს, კანმორუ საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, რადგან, ყველაფერს ხვდებოდა და ნამდვილად არ სურდა, ეს ყველაფერი ახლა.

მეექვსე თვის ბოლოს, უკვე ყველაფერი გასაგები იყო. ვერცერთი მათგანი, თვალს ვერ დახუჭავდნენ იმაზე, რაც მათ წინ ხდებოდა. ამიტომ, მხოლოდ იმაზე დაიწყეს ფიქრი, მშობიარობა როგორ წარიმართებოდა. ან, საერთოდ შეძლებდნენ თუ არა, ისევ ისე ეცხოვრათ, როგორც ადრე. თუმცა, ყველაზე მეტად, მაინც ის აინტერესებდათ, როდის დაიბადებოდა ბავშვი. და, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ეს თვის ბოლო ინებოდა.

Violet Blood/იისფერი სისხლიWhere stories live. Discover now