"მაშინ,
როდესაც ღმერთი თავიდან დაიბადება,
იგი იპოვის მის სულიერ მეს,
ნამდვილ მეწყვილეს,
მეორე ნახევარს,
სისხლიანი მთვარის დღეს დაბადებულ ალფას.
და, აი მაშინ, იქნება ორი სხეულის გაერთიანება."***
მას შემდეგ, რაც ჯინმა ჯუნის სხეულს მოშორდა, ისევ სახლისკენ წავიდა. მან დატოვა ჯუნი მარტო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ჯუნის სხეული ზედმეტად დიდი იყო იმისთვის, რომ თვითონ დაემარხა. როდესაც, ჯინი სახლში შევიდა, ნეანდერტალელმა მას თავს დაესხა."სად იყავი?"
"ჯუნთან..." ჩუმად, ისე რომ საკუთარი ხმა ძლივს ესმის, ბუტბუტებს.
"ანუ, კარგად არის?" დაიმედებული კითხულობს ნეანდერტალელი.
"არა!" შეჰყვირის უეცრად. "არავინ არ არის კარგად, არც ჯუნი!" ცდილობს თავი შეიკავოს ტირილისგან."ის მოკვდა." პირდაპირ ამბობს.
"რა?" უკან იხევს ნეანდერტალელი.
"არ მჯერა..."
"უნდა დაიჯერო, სხვა გზა არ გვაქვს." ოხრავს."მე უნდა წავიდე."
"რა?სად?" თავს აქნევს და ისევ კითხულობს.
"ვაჰანში. იქ, სადაც ღმერთები ვერც მე და ვერც ჩემს შვილს ვერ მოგვაგნებენ."
"რატომ?"
"ანამუნი მესიზმრა." მოკლე პასუხს სცემს."ვიცი, გასაკვირია. მეც მიკვირდა. თავიდან მეგონა, რომ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ნეანდერტალელისგან ვიყავი ორსულად. შემდეგ იმიტომ, რომ ტყუპები შემეძინა. დღეს კი, საბოლოოდ გავიგე... სინამდვილეში, გუკს დასდევს."
"გუკს?" თვალები უფართოვდება.
"ჩემი შვილია."
"მას გუკი, ჯონგუკი დაარქვი?" ისევ იმეორებს. "ღმერთო, ჩემო!"
"რა მოხდა?"
"მისი სახელი იქნება გუკი, თავიდან იქნება სიწმინდის, სიმშვიდის ნიშანი და როდესაც გაიგებს სიმართლეს..." ჯინი აწყვეტინებს.
YOU ARE READING
Violet Blood/იისფერი სისხლი
Historical Fictionსამყარო, სადაც ომეგები სუსტი არსებები არიან! სამყარო, სადაც ომეგებს უწევთ ალფების ჩრდილ ქვეშ იარსებონ! სამყარო, სადაც ძლიერი სუსტს ჩაგრავს! სამყარო, სადაც ღმერთიც კი არ ისურვებდა დაბადებას! და მაინც, ღმერთი სწორედ ამ სამყაროში დაიბადა... ჯონგუ...