³

94 11 9
                                    

გამანადგურებელს ყოველთვის ისეთი რაღაცეები იზიდავს,
რაც წესით აკრძალულია.

***
ათი წლის შემდეგ.

"მა... მამიკო..."

ხმადაბლა ჩურჩულებს ოფლში ამოსვრილი, დაღლილი სხეული.

"მამიკო!"

ოდნავ უმატებს ხმას, თუმცა თვალებს არ ახელს. ძირს გაშლილ საწოლზე წრიალებს და საკუთარ თმებს აფრინდება თითებით.

"არ დამტოვო... გემუდარები..."

თითქოს, მისი დახუჭული თვალებიდან ცრემლი ჩამოგორდა... ის პატარა, მტკივნეული და მარტოობისთვის განწირული ცრემლი. პირს აღებს, თავის ლამაზ, ერთმანეთში გადახლართულ, კულულა თმებს ხელს უშვებს და უკვე საგრძნობლად ხმამაღლა ღრიალებს:

"არა!"

"ღმერთო ჩემო, გული გამიხეთქე!"

გულზე ხელის დადებით ამბობს, ახლად გაღვიძებული ბიჭის წინ მდგარი სამი ბიჭიდან ერთ-ერთი.

"ჯივონ?" თვალებს იფშვნეტს ბიჭი.
"აქ რას აკეთებთ?" გაკვირვებული კითხულობს.

"არაფერს, შენი ყვირილის ხმა გავიგე და მოვედი, ვიფიქრე ხომ არ კვდება-მეთქი." მხრებს იჩეჩავს ე.წ. ჯივონი.

"შენ თუ ჩემს სანახავად ხარ აქ, მაშინ შენ ჯივუ," მის გვერდით მდგომ ბიჭზე ანიშნა "და, შენ ჩანგმინ, თქვენ რას აკეთებთ აქ?" მობეზრებული ბუტბუტებს.

"გუკ, შენი აზრით?!" თვალებს ატრიალებს ჩანგმინი. "იმდენად ხმამაღლა ღრიალებდი, ყველას შეგვეშინდა. ჩვენ სამი კი, უბრალოდ ყველაზე ახლოს ვიყავით და შენს შესამოწმებლად ამოვედით"

"მოიცა, მართლა ამდენად ხმამაღლა ვღრიალებდი?" თვალებს აფართოვებს ბიჭი.

"შენ წარმოიდგინე და კი." ეთანხმება ჯივონი.

"როგორც ჩანს, ცუდი სიზმარი იყო."

ჩუმად, თქვა. თანაც ისე, ძალიან შეეცადა, არცერთ მათგანს არ გაეგო. მაგრამ, ჯივუ რის ჯივუა, ყველაფერი უდროო დროს არ გაიგოს?!

Violet Blood/იისფერი სისხლიWhere stories live. Discover now