-ჰარი!- დაუძახა შვილს ანემ,- ახლავე ჩამოდი ქვედა სართულზე, ვიღაც უნდა გაგაცნო!
ჰარი ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან და კიბეებს ჩაუყვა. თან ბურტყუნებდა:-მერამდენედ ამ თვეში, მაინც მალე დაშორდებით...
სამზარეულოში შესულს მაგიდასთან ბიჭი დახვდა, ასე მისი ხნისა იქნებოდა. ლურჯი თვალები ჰქონდა და ულამაზესი ღიმილი.
ჰარის ყბა ჩამოუვარდა.
-ესაა შენი შეყვარებული?-იკითხა შოკში მყოფმა.
ანემ გაიცინა.
- რათქმაუნდა არა საყვარელო, ის ჩემი საქმროს შვილია. გაიცანი, ლუი.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ლუი- უთხრა ჰარიმ და მის ღრმა თვალებს ჩააცქერდა.
პატარა ბიჭს შერცხვა და თვალი აარიდა, თან ჩაილაპარაკა:
-ჩემთვისაც, ჰაზ.
ჰარის ჩაეცინა.
- მე ჰარი მქვია.- უთხრა ღიმილით.
-მე ასე დაგიძახებ,- უპასუხა პატარა ბიჭმა.
ჰარის ის მოეწონა. იფიქრა, კარგი მეგობრები გავხდებითო.
ამ დროს ოთახში შემოვიდა მაღალი, ჯმუხი კაცი და ლუის გვერდით დაჯდა.
ანემ ოდნავი ღიმილით მიმართა ჰარის.
-გაიცანი ჰარი, ეს ჩემი საქმრო, ჯოშია.
ჯოში წინ წამოიწია, ჰარის შეაჩერდა და უთხრა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა,ჰაროლდ.-უთხრა მან და თვალებში სიცივე ჩაუდგა.
ჰარიმ შეამჩნია ეს და აიმრიზა.
-ჰარი.- უთხრა მან ცივად და ხელი ჩამოართვა.
-ჰარის სრული სახელი ჰაროლდია არა?- უთხრა ჯოშმა.
-სულაც არა,-მიუგო ჰარიმ ცივად,ხელი გამოართვა და კიბეებს აუყვა.
რაღაც არ მოსწონდა ამ კაცში, რაღაც აშინებდა.
ჯოშს არ ენდობოდა.ძაან ვნერვიულობბ იმედია მოგეწონებათ ჩემიპირველიი ფიკია ❤
YOU ARE READING
Forbidden love(აკრძალული სიყვარული)
Fanfictionლარი. აკრძალული. ჩუმი. სიყვარული. სიკვდილი. სიმართლე.