თავი 6

67 12 0
                                    

ჰარის ლუი დილამდე არ უნახავს,რადგან ლუს გარეთ გავარდიდან მალევე ჩაეძინა საშინელი დანაშაულის გრძნობით.
გრძნობდა,რომ მაშინ თავი უნდა შეეკავებინა,მაგრამ თავის სხეულს ხომ ვერ შეაკავებდა.სხეულს საკუთარი ტვინი ჰქონდა და მას ლუი უნდოდა,თანაც ძალიან.
ჰარიმ როგორც კი თვალები გაახილა მაშინვე ლუი დაინახა,რომელიც ტანზე იცვამდა და ამან მას სურვილები გუშინდელს მერე კიდევ უფრო გაუძლიერა.
-ამმ...ჰეი-ხმადაბლა დაიწყო ჰარიმ,-იცი,გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდი.არ ვიცი, რა დამემ...
ლუი გაწითლდა,ჯემპრი სასწრაფოდ გადაიცვა და ჩქარა ამოილუღლუღა:
-არაუშავს,მესმის.
და ოთახიდან გავარდა.უკვე მეორედ .
ჰარი კი მის სიტყვებს დაუკვირდა.,,მესმისო,, თქვა ლუიმ.ნუთუ მასაც იმავე სურვილი ამოძრავებდა რაც ჰარის?ნუთუ მასაც იგივე უნდოდა?არა.
ეს შეუძლებელი იყო.შეუძლებელი იყო ლუის ეს ისე ნდომებოდა როგორც ჰარის.
ჰარიმ თავი უკვე მეათიათასედ გაკიცხა.
,,ღმერთო,რა ბინძური ხარ!-უთხრა თავის თავს,-,,ის შენი ნახევარძმაა ავადმყოფო"!
ფეხზე წამოდგა მიუხედავად იმისა რომ ჭრილობები ჯერ კიდევ ტკიოდა.
ამოიგმინა და ჩაცმას შეუდგა.
ქვევით რომ ჩავიდა,ჯოში ჩვეულ ადგილას არ დახვდა.
გაუკვირდა და ანესთან მივიდა.დედამისს ჩაწითლებული თვალის უპეები ჰქონდა,ეტყობა არ ეძინა.
ჰარი შეეცადა ეს არ შეემჩნია და ჰკითხა:
-ჯოში სადაა?
ანე უხერხულად შეიშმუნშა და სახე გაუუფერულდა.
-ამმ..ისს...საქმეზეა გასული.-სწრაფად მიაყარა და სადილს მიუბრუნდა.
ჰარის ეს ამბავი არ მოეწონა.
,,აქ რაღაც ხდება, და მე ამას გავარკვევ,, გაიფიქრა მან და პური ჩაკბიჩა.
პურის ჭამა რომ დაამთავრა, ზევით ავიდა და საქმე რომ არაფერი ჰქონდა,წარსული გაიხსენა.
ადრე მეგობარი გოგონა ჰყავდა.მას ოლივია ერქვა და ნამდვილად ლამაზი იყო.თუმცა ჰარის 1 წელი დასჭირდა იმის მისახვედრად,რომ ის მისი ცხოვრების სიყვარული არ იყო და ვერც გახდებოდა.ჰარიმ რომ ეს აუხსნა,ოლივიას ცისფერი თვალები ცრემლებით აევსო და განუცხადა:
-fuck you! ისედაც ჩემს ყოფილთან ვაპირებდი დაბრუნებას!
და სახლიდან გაბაკუნდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით.
შემდეგი ორი წელი კი ჰარიმ იმის გარკვევას მოანდომა, გოგონები მოსწონდა თუ ბიჭები.საბოლოოდ ორივე აირჩია.

მაშინ დედასთან ჩავიდა სამზარეულოში და სრულიად ჩვეულებრივად უთხრა:
-დედა,მე ბისექსუალი ვარ.
ანემ ეს ამბავი ჩვეულებრივად მიიღო,მხოლოდ ოლივია დააკლდა რადგან მოსწონდა ის გოგო.
დაშორებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ანე ჰარის გამოუტყდა:
-ყოველთვის ვიცოდი რომ ის არ გიყვარდა.

მერე კი ჰარი წვეულებაზე წავიდა,სადაც ჰეროინი შესთავაზეს.
"რატომაც არა" გაიფიქრა მან და მიიღო.
სწორედ ამან დაუნგრია მთლიანი თუ არა, ნახევარი ცხოვრება.
ის ვერაფრით გადაეჩვია ნარკოტიკებს.
სულ დაბოლილი იყო: კვირას, სამშაბათს,საღამოს თუ დილას.
ანე ჯერ ვერ ამჩნევდა,მერე კი ეჭვები გაუჩნდა და ფსიქოლოგთან მისვლა აიძულა.
ჰარი ფსიქოლოგს არაფერს უყვებოდა,რადგან ის ეზიზღებოდა.იმ პერიოდში მას ყველა ეზიზღებოდა.
ვერ იტანდა ვერც დედამისს.

მალევე ანემ უკეთესი გზა გამონახა ნარკოდამოკიდებული შვილის გათავისუფლებისთვის.ახალ ქალაქში გადავიდნენ,სადაც ახალი ცხოვრება უნდა დაუწყო.ჰარი არც იქ აკლებდა სმას და წვეულებებს,თუმცა ნარკოტიკები აღარ მიუღია. შემდეგ კი ჯოში გამოჩნდა და ყველაფერი აირია.ჰარის გაუჩნდა დაუოკებელი სურვილი მიეღო ნარკოტიკები,თუმცა ლუიმ ის შეაჩერა.არა სიტყვიერად. ლუიმ არც კი იცოდა ჰარის ნარკოდამოკიდებულების შესახებ.არამედ ლუის წესიერებამ,მისმა სისუფთავემ გადააწყვეტინა ჰარის,თვითონაც სუფთა ყოფილიყო.

ოთახში ლუი ამოვიდა და ჰარის ფიქრები შეაწყვეტინა.ბიჭი გამოერკვა და სწრაფად ახედა მოსულს.ფეხზე წამოდგა,კარი დახურა და გასასვლელი გადაუღობა ლუის.
ლაპარაკი დაიწყო.
-მომისმინე ვიცი,შეიძლება არ გინდა ამაზე საუბარი,მაგრამ უნდა გითხრა რომ ვწუხვარ,ეს არ უნდა მექნა,არ ვიცი როგორ მომივიდა.
ლუი მასთან ძალიან ახლოს იყო.ძალიან,ძალიან ახლოს. ჰარიმ მისი სურნელი შეიგრძნო და საშინლად მოუნდა მისთვის ეკოცნა.მიიწია კიდეც მისკენ და ლამის მის ბაგეებს დაეწაფა,რომ ქვემოდან ჭურჭლის ლაწანის და გინების ხმები მოესმა.
ლუის მოშორდა და კიბეები ჩაირბინა.

Forbidden love(აკრძალული სიყვარული)Where stories live. Discover now