ოლივიას ჰარი არ მოუშორებია.მანაც აკოცა.თუმცა,კოცნაზე შორს არ შესულან.გოგონას ტუჩებს მარწყვის გემო ჰქონდათ და ჰარის ეს მოეწონა.
რამდენიმე წამის შემდეგ,ჰარი მოშორდა ოლივიას და ოდნავ განერვიულებული შეაცქერდა.
გოგონამ გაიღიმა.
-ისევ გიყვარვარ,არა?-ჰკითხა მან ეშმაკური ღიმილით.
ჰარის ოლივია შეეცოდა.არ უნდოდა მისთვის ტკივილი მიეყენებინა,რადგან მის თვალებში ისედაც მას ხედავდა.
ოლივიამ ბევრი რამ გადაიტანა,და ცუდი ხასიათები რომ ჰქონდა,ეს მისი ბრალი არ იყო.
მშობლების ჩხუბი წლების მანძილზე,შეყვარებულის მიერ მიტოვება,ალკოჰოლიზმი და საბოლოოდ,ფსკერი.
-კი,- უპასუხა ბიჭმა იმის იმედით,ვერ მიხვდება რომ ვტყუიო.მართალი გამოდგა.ოლივიამ უფრო ფართოდ გაიღიმა და ჰარი თავისკენ მიიზიდა.
სადღაც კი,სხვა ქალაქში, ჰარის ნამდვილი მეორე ნაწილი გულამოსკვნით ტიროდა.<<<<Louis pov >>>>
ლუი ნაილის მკლავებში იყო,თან სახეს ცრემლები უსველებდა.
მისი ფიქრები ასე ჟღერდა:"იქნებ დაიჭირეს?" "ღმერთო,იქნებ უარესი,მიმატოვა?"
ნაილი ცდილობდა დაემშვიდებინა,თუმცა თვითონაც ანერვიულებული იყო,ზეინს დაურეკა.
-ალო,ზეინ?
-რა ხდება ნაილ?
-ჰარი არ ჩანს დიდი ხანია,ლუიმაც არაფერი იცის.ძალიან ცუდადაა. სად ხართ შენ და ჯიჯი?შეგიძლიათ მოხვიდეთ?
-რათქმაუნდა,გამოვალთ ახლავე,წვეულებაზე ვიყავით.
ლიამი ოთახში აქეთ-იქით დაბორიალობდა და ფრჩხილებს იკვნეტდა.
-ჰარი!ეს ხომ ჰარია!რამდენი ხანია მას ვიცნობ,ის ასე არასოდეს მოიქცეოდა!
-გ..გუშინ მითხრა,რომ ვუყვარდი,თან საეჭვოდ იქცეოდა,ნერვიულობდა,-ამოთქვა ლუიმ.
ლიამმა ბოლთის ცემა შეწყვიტა და ნაილს და ლუის მიუბრუნდა.
-მივხვდი.ვიცი ჰარი სადაც არის,თუმცა ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ.
-სად არის?
ლიამმა ამოიოხრა;
-თავს დავდებ,ოლივიას სახლშია.პოლიციიის შეეშინდა და წავიდა.ლუის წაყვანა კი ვერ მოახერხა,ამიტომ მარტო წავიდა.
უეცრად ლუის ტირილი მრისხანებამ შეცვალა.ბიჭს სახე მთლიანად გაუთეთრდა,თავი აიღო და ცრემლები მოიწმინდა.
-ჰარი,ჰარი ჰარი... -მიმართა კედელს,თითქოს ჰარი იქ ეგულებოდა-შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რა შარში გაყავი თავი.ჩემს გულის ტკენას ასე მარტივად არ შეგარჩენ.
ამის თქმა იყო და ლუიმ სახლის კარი გამოაღო და გარეთ გავარდა.თვალებგაფართოებული ლიამი და ნაილი კი მისაღებში დატოვა.
YOU ARE READING
Forbidden love(აკრძალული სიყვარული)
Fanfictionლარი. აკრძალული. ჩუმი. სიყვარული. სიკვდილი. სიმართლე.