თავი 25

23 4 6
                                    

-მამი,ეს კაცი ვინ არის?

და როგორც ყოველთვის, ბავშვებს ყოველთვის შეუძლიათ ურცხვად გააპონ სიჩუმე და ისეთი კითხვები დასვან, რომლებსაც უფროსებიც კი უშინდებიან.
ამ დროს საკნიდან ანე გამოვიდა და ყველამ,მათ შორის ჰარიმ, შვებით ამოისუნთქა,რადგან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მოუწევდა.
ქალი მაშინვე პატარა ანეს გადაეხვია,შემდეგ ჰარის და ბოლოს ოლივიას ხელი ცივად ჩამოართვა ისე,რომ სახეშიც არ უყურებდა.
უცებ,ანემ გვერდზე დაინახა და სახე ისე გაუნათდა,თითქოს წინ ფეიევერკი აუფეთქესო.
-ლუი! ღმერთო! შენს ნახვას აღარ ველოდი,საყვარელო! -და ისე ძლიერად ჩაეხუტა,ოლივიამ თავი ცუდად იგრძნო.
-ანე..-ლუისაც აენთო სახე.- როგორ ხარ?
მათ ის ჰქონდათ, რაც ანეს და ოლივიას ვერასოდეს ექნებოდათ. ნამდვილი სიყვარული აკავშირებდათ... და არა საზოგადოებრივი იმიჯის არგაფუჭებისთვის შექმნილი ,,ურთიერთობა".

ნაილმა და ანემ სუსტად გაუღიმეს ერთმანეთს და ყველანი სკამებზე დასხდნენ.
ოლივიამ ჩანთა მჭიდროდ მოიქცია ხელებში და თითებს მასზე ათამაშებდა, შესამჩნევად ნერვიულობდა.
ანემ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.
-ჰარი, საყვარელო, ვხედავ შენ და ლუის ურთიერთობა აღგიდგენიათ, არა?
და თვალებით ოლივიას ბურღავდა, რომელიც იატაკს ისე მიშტერებოდა, თითქოს მისი ცხოვრება ამაზე ყოფილიყოს დამოკიდებული.

ლუიც, ოლივიასავით იატაკს ჩასცქეროდა, საუბედუროდ, არაფერი გააჩნდა რომ ჩასჭიდებოდა, ამიტომ სკამის სახელს ებღაუჭებოდა.
გავიდა წამები, რომლებიც წლებივით იგრძნობოდა და ლუიმ ხმის ამოღება გადაწყვიტა.
-არა.

თვალები ყველას გაუფართოვდა. ოლივიამაც კი ამოიხედა იატაკიდან და ლუის შეშფოთებულმა შეხედა. ანემ პირი დააღო და ნაილს წყალი გადასცდა, თუმცა ყველაზე მკვეთრი, ამავე დროს ყველაზე შეუმჩნეველი რეაქცია ჰარის ჰქონდა.
თვალის უპეები ჩაუწითლდა და ხელით დაიწყო ჰუდის თასმების თამაში.
ლუიმ იცოდა ეს რასაც ნიშნავდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 02 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Forbidden love(აკრძალული სიყვარული)Where stories live. Discover now