ჰარი გაწითლდა.
-ღმერთო ჩემო ნაილ.-ჩაიჩურჩულა-მოკეტე.
-კარგი,კარგი-სიცილით უპასუხა ნაილმა და ისევ ლუის მიუბრუნდა.
-ახლა კი შენ თავზე მოგვიყევი. რამდენი წლის ხარ?
ლუიმ დაირცხვინა.
-ამმ...17ის.
ზეინმა და ლიამმა სიცილი დაიწყეს.ჯიჯი კი გაოცებული მისჩერებოდა ლუს რამდენიმე წამის განმავლობაში,მერე კი ხმა ამოიღო.
-ღადაობ?-მის სახეს განცვიფრებული გამომეტყველება არ შორდებოდა.-17 ის ხარ?ლუიმ გაიცინა.ჩვეულებრივ,მისი ასაკის გაგების შემდეგ ხალხს ასეთი რეაქცია ჰქონდა.
-ჰო,ვიცი.
ჰარიმაც პირი დააღო.
-ღმერთო,15ის მაინც მეგონე.
ნაილი იატაკზე გორავდა სიცილისგან და ლუის უყურებდა.
პირველი ზეინი მოვიდა აზრზე,ლიამს გახედა და ორივე დასერიოზულდნენ.
-აბა,რას ვაპირებთ?სად დაიძინებთ?როდემდე დარჩებით აქ?
ჯიჯიმ საყვედურნარევი მზერით გახედა შეყვარებულს:
-ზეინ!ნუ უხეშობ!
ზეინმა თვალები აატრიალა და ნაილს აუწია წარბი,ანუ,პასუხს ველოდებიო.
-ახლა მხოლოდ ერთი თავისუფალი ოთახი გვაქვს ბიჭებო,მასში კი მხოლოდ ერთი საწოლია.თუ უხერხულად იგრძნობთ თავს,შემიძლია ლეიბი მოვიტანო და ერთ-ერთმა თქვენგანმა იატაკზე დაიძინოს.
ლიამმა პირი გააღო და ოდნავ გაოცებულმა თქვა:
-მაგრამ ნაილ,ჩვენ ხომ ორი ოთახი გვა...
ნაილმა მზერით გაანადგურა ლიამი და ისიც გაჩუმდა.ამასობაში კი ლუი და ჰარი ერთმანეთს ათვარიელებდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთის ფიქრები გამოეცნოთ.
ვერცერთი ბედავდა პირველს გამოეთქვა აზრი,რადგან შესაძლოა მეორეს ის არ მოსწონებოდა.
ლუიმ სიმამაცე მოიკრიბა,ჰარის თვალებში ჩახედა და დანარჩენების მისამართით წარმოთქვა:
-არ არის პრობლემა ნაილ,იყოს ერთი საწოლი,იატაკზე წოლა ცუდი იქნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ჰარი გაოცებული იყო,რადგან ისიც იმავეს თქმას აპირებდა და არ მოელოდა,რომ ლუიც იმავეს იფიქრებდა.
ნაილი აშკარად კმაყოფილი ჩანდა თავისი ნამოქმედარით და თვითკმაყოფილი ღიმილით გადახედა ლიამს.
ჯიჯიმ დანარჩენებს თვალი ჩაუკრა.ჩანდა,ისიც ჩაერთო ოპერაციაში ,,ლარი". ((:
-აჰმმმ-მოჩვენებით დაამთქნარა მან-ძალიან მეძინება.არ დავწვეთ?
დანარჩენებიც მიხვდნენ მის ჩანაფიქრს და აყვნენ.
ზეინმა ჯიჯის ხელი გადახვია და ერთად წავიდნენ,ლიამი და ნიალიც გაიკრიფნენ თავ-თავიანთ საძინებლებში.
ლუიმ უხერხულად გადახედა ჰარის.
-ამმ..,ავიდეთ ზევით?
ჰარი მეგობრების ქცევას მიხვდა და ადრენალინი მოემატა,რადგან ნაილი,ჯიჯი,ზეინი და ლიამიც ,,ლარის,, მხარეს იყვნენ.ასე რომ,გათამამდა და თამაში გადაწყვიტა.
-რატომ დათანხმდი?ჩემს საწოლში შეტყუებას ცდილობ?-თან ღიმილს ვერ იკავებდა.
ლუი ფეხის თითებიდან თმის ძირებამდე გაწითლდა და სასწრაფოდ იუარა.
-არ....არა!რრათქმაუნდა!
ჰარის გაეცინა.სულ ახერხებდა ხალხის გაბედნიერებას მისი სიცილით.მას ხომ ისეთი ლამაზი ღიმილი ჰქონდა.სწორედ ამ ღიმილის გამო დასდევდა მას სკოლის გოგოების ნახევარზე მეტი.
-კარგი,კარგი ვიხუმრე.ვიცი რომ ეგ არ გინდა.
კიბეზე ავიდნენ და ოთახში შეაბიჯეს.ლამაზი ოთახი იყო,თუმცს პატარა.როგორც ჩანს,ნაილმა იხუმრა და ერთი საწოლი იყო,თუმცა ორსართულიანი.
ჰარი ვერ მიხვდა გაუხარდა ეს თუ არა. ლუისთან ერთ საწოლში ყოფნა მისთვის სიხარულთანაც ასოცირდებოდა და უხერხულობასთანაც.
ლუიმ მაისური გაიხადა და დასაწოლად მოემზადა.ჰარი ათვარიელებდა ლუის ტატეუებს,რომლებიც მრავლად ჰქონდა.
ლუი ზევით აძვრა და ჰარიც გამოფხიზლდა თვითონაც გაიხადა მაისური და დაწვა.
ღამის ორი საათიჰარიმ ვერ დაიძინა და საწოლზე ტყუილად იწვა,ზევით იცქირებოდა.თან იმაზე ფიქრობდა ლუისაც ეღვიძა თუ არა.ამის პასუხად მალევე ჩურჩული გაისმა:
-ჰაზ,გღვიძავს?
ჰარის გული სიხარულით აუფრთხიალდა,ეცადა ეს ხმაში არ შეემჩნია და ბოხი ხმით უპასუხა ლუის.
-კი.
პატარა ბიჭს ჩაფიქრებული ხმა ჰქონდა.
-როგორ ფიქრობ,რა ბედი ელით ენს და მამაჩემს?
ჰარის ჯოშის ხსენებაზე გუნება წაუხდა. ანეზე კი ისედაც ნერვიულობდა.წარმოიდგენდა,ისედაც დაზაფრულ,შეშინებულ ანეს რომ გამქრალი ბავშვების სადარდებელი უნდა დამატებოდა.
-არვიცი.იმედია კარგად იქნებიან.
ბიჭმა ლუის ამოოხვრა გაიგონა.
-ჰო,იმედია.
YOU ARE READING
Forbidden love(აკრძალული სიყვარული)
Fanfictionლარი. აკრძალული. ჩუმი. სიყვარული. სიკვდილი. სიმართლე.